რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 26 ნოემბრამდე, სანამ მერკური რეტროგრადული გახდება? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.
„ავარიულობა იზრდება ამ პერიოდში, ანუ რეაქციას ანელებს უკუმავალი მერკური და ამიტომ ყურადღებით იყავით. საშიში არაფერი არ არის, 26-დან უკეთესია არაფერი არ დავგეგმოთ. სიჩქარეს დავუკლოთ და არ გავრიკსოთ, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. თუ რამე გვინდა რომ შევიძინოთ, ჯობია დღეს და ხვალ მოასწორთ. 23 რიცხვი ამ თვის უძლიერესი რიცხვია, როდესაც გვაქვს გიორგობის დღესასწაულიც. 25, 26 ნოემბრამდე მოვასწროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რადგან შემდეგ, დამუხრუჭების ეტაპზე გადავდივართ. რეტროგრადული მერკური წელიწადში სამჯერ გვაქვს და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაგვაბრუნოს წარსულში და გამოვასწოროთ შეცდომები“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
რაც შეეხება აღნიშნული მოვლენის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე ეზოტერიკოსი განმარტავს:
ცეცხლის ნიშნებზე გავლენა - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი: მათთან პირველ რიგში აგვიანებინებს მოქმედებებს და აზარმაცებს მათ.
მიწის ნიშნებზე გავლენა - კურო, ქალწული, თხის რქა: პრობლემას ქმნის ჯანმრთელობაში, ეს არ არის ცუდი და ზედაპირზე ამოაქვს ის რაც აქამდე შეუმჩნეველი იყოს.
ჰაერის ნიშნებზე გავლენა - სასწორი, ტყუპები, სასწორი: მათზე საინტერესო გავლენა აქვს, შემდეგ წელს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. კონტაქტების და მოქმედების დროა.
წყლის ნიშნებზე გავლენა - კირჩხიბი, თევზები, მორიელი: მათთან ემოციურ დონეზე ახდენს უფრო გავლენას, ურთიერთობების თვალსაზრისით, მტრების თუ საყვარელი ადამიანების შემობრუნება და გაღვიძება ხდება და უფრო ყურადღებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთო მაპატიე“ - ხათუნა ხოფერიას მიერ წაკითხული ლექსი
⭕„კლასიკურ ვარიანტს გადავუხვიეთ და აი, რა გამოგვივიდა“ - კადრები ბექა ხოფერიას მეუღლის ფოტოსესიიდან
⭕„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა