ასტროლოგები მთელი მსოფლიოდან გვამცნობენ, რომ ეპოქალური ცვლილებების წინაშე ვდგავართ. ცვლილებებისა და ღრმა ტრანსფორმაციების პლანეტა პლუტონი ტოვებს თხის რქას, სადაც 2008 წლიდან მოყოლებული იმყოფებოდა და გადადის მერწყულის ზოდიაქოში. აღნიშნული მოვლენა 20 ნოემბერს დაიწყო და 2 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.
პლანეტა პლუტონი მერწყულის ზოდიაქოში 2044 წლამდე გაჩერდება.
ასტროლოგი ხათუნა ნოელი აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ პროგნოზს ავრცელებს. მისი თქმით, დიდი ცვლილებები გველის როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც.
ხათუნა ნოელი ამბობს, რომ ჩვენი და რუსეთის მჭიდრო ურთიერთობას საფუძველი წინა ციკლზე ჩაეყარა. იმის გამო, რომ ყველაფერს აქვს დასასრული, ახალი ციკლის დაწყება მის ამოწურვაზე გვაძლევს მინიშნებას.
რაც შეეხება მსოფლიოში მოსალოდნელ ცვლილებებს, ასტროლოგი ვარაუდობს, რომ მალე ფული ბოლომდე ელექტრონული გახდება. დაემხობა მონარქია და ტოტალიტარული რეჟიმი, ნავთობი და გაზი სხვა პროდუქტით ჩანაცვლდება და ბოლოს, სამწუხაროდ ნატურალური საკვები დეფიციტური გახდება.
ხათუნა ნოელი დიდ ქარიშხლებსაც( ურაგანებს) ვარაუდობს. ასტროლოგის თქმით, მოხშირდება ანომალიური მოვლენები, შეიძლება გაიზარდოს ავიაკატასტროფების რიცხვიც.
„ასტროლოგები მთელი მსოფლიოდან გვამცნობენ, რომ ეპოქალური ცვლილებების წინაშე ვდგავართ.
ცვლილებებისა და ღრმა ტრანსფორმაციების პლანეტა პლუტონი ტოვებს თხის რქას, სადაც 2008 წლიდან მოყოლებული იმყოფებოდა და გადადის მერწყულში .ეს მოხდება 20 ნოემბერს, ღამით პირველის ნახევარზე, 21 იანვრიდან 2 სექტემბრის ჩათვლით პლუტონი უკვე იმყოფებოდა მერწყულის ზოდიაქოში.
შემდეგ რეტროგრადულობის გამო ის კვლავ თხის რქის ნიშანში შეტრიალდა და ხელახლა გაიარა ბოლო გრადუსები. 20 ნოემბერს კი საბოლოოდ გადავა მერწყულში, სადაც ის არც მეტი არც ნაკლები 2044-მდე დარჩება.
პლუტონი საკმაოდ ნელა მოძრაობს, ამიტომ არის მისი ტრანზიტი ასეთი ხანგრძლივი. ინტერესს მოკლებული ალბათ არც ის იქნება, თუ როდის გადიოდა მერწყულს ბოლოს ეს პლანეტა. ეს იყო 1777-1798 წლებში, ანუ როდესაც ჯერ კიდევ აღმოჩენილიც კი არ იყო. რა მერწყულური ამბები ხდებოდა ამ 20 წლიანი პერიოდის მანძილზე? მაშინ მან მოიტანა შეერთებული შტატების დაფუძნება, საფრანგეთის რევოლუცია და ბონაპარტისეული ლაშქრობები მსოფლიოს დასაპყრობად. რუსეთის ტახტზე იჯდა იმპერატრიცა ეკატერინე II, ცნობილი თავისი მაქსიმალისტური და მართლაც რომ მერწყულურად მოულოდნელი რეფორმებით.
ცალკე ხაზგასასმელია ალბათ ისიც, რომ პლუტონის გასული ტრანზიტის დროს მოხდა სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის შემოერთება. თუმცა რუსების მადა მხოლოდ ამით როდი დაკმაყოფილებულა. ეკატერინე II მაშინ უკრაინის დასავლეთი ნაწილი და შავი ზღვისპირეთის ჩრდილოეთი რეგიონიც მიისაკუთრა, პლუს ჩრდილო-კავკასიის ხალხებიც დაიქვემდებარა. გავლენები ამ ტერიტორიებზე რუსეთს დღემდე შენარჩუნებული აქვს, თუმცა მალე ეს ციკლი სრულდება და შედეგებს უსათუოდ ვიხილავთ. საქართველოსთვის ეს პერიოდი საკმაოდ რთულ ხანას წარმოადგენდა. სწორედ ამ ტრანზიტის დროს შევიდა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში, ( გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წ). 1795 წელს კი თბილისს აღა-მაჰმად-ხანი შეესია და ააოხრა. დაპირისპირებები და შინაომები იყო ცენტრალურ ხელისუფლებას და თავადებს შორის, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოშიც. თუმცა რაც ერთხელ იწყება, ის ოდესმე აუცილებლად უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, რადგან ჩვენი და რუსეთის მჭიდრო ურთიერთობას წინა ციკლზე ჩაეყარა საფუძველი, ამ ახალი ციკლის დაწყება მის ამოწურვაზე გვაძლევს მინიშნებას.
პლუტონი ყოველთვის ანგრევს იმას, რაც დრო მოჭმულია. დროა დასრულდეს რუსეთუმეობა ჩვენს ქვეყანაშიც და ახალ საფეხურზე გადავიდეთ.მერწყული - აჯანყებისა და ცვლილებების ნიშანია. ეს იქნება ეპოქა სრულიად ახალი ტექნოლიგიების, სრულიად განსხვავებული სოციალური დინებების და კიდევ უფრო წარმოუდგენელი ახალი იდეოლოგიისა. იქნება რევოლუციები, გამოსვლები, გაფიცვები, საბოლოოდ კი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრესი. ძალზე ბევრი რამ ტრანსფორმირდება, მათ შორის საკაცობრიო იდეალებიც. არ მინდა იმედები გაგიწბილოთ და არ შევეხო რუსეთს.
თქვენ იცით, რომ ბევრი ასტროლოგი, მათ შორის თავად რუსებიც, ამ ქვეყანას მერწყულის მმართველობის ქვეშ მოიაზრებენ. მე ასე არ ვთვლი, მაგრამ თუ დავუშვებთ რომ ასეა, მით უარესი მათთვის და თუ ასეა, მაშინ ტრანსფორმაცია აუცილებლად შეეხება და საფუძვლიან ცვლილებებს მოუტანს. რუსეთში ყველაფერი იმდენად ღრმა კრიზისშია შესული, რომ ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებიან ორგანიზმს ჰგავს. მაშასადამე პლუტონის ტრანზიტი მათთვის ზედგამოჭრილია, რადგან პლუტონი სწორედ დასანგრევს ანგრევს, რომ შემდგომ ახალს და ჯანმრთელს მისცეს გზა. და დაე, იყოს ასე!
რას მოიტანს ამჟამად პლუტონის ტრანზიტი მერწყულში? ხელოვნური განაყოფიერების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო იქნება პლუტონის მერწყულში ტრანზიტის დროს. ფული შესაძლოა ბოლომდე ელექტრონული გახდეს. დიდი ალბათობით ასეც იქნება. შეიცვლება საფონდო ბირჟების და საბანკო სისტემები. მონარქიები და ტოტალიტარული რეჟიმები დაემხობიან, ან შეიცვლებიან საფუძვლიანად. ხელისუფალნი, ვისაც პირად რუკაში პლუტონი ლომში ჰყავთ, სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან. ეს არის თაობა 1937 წლიდან 1956 წლამდე.
გარკვეული ქვეყნები გაერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო, რომლის არსი დემოკრატია, თავისუფლება და მშვიდობიანი თანაარსებობა იქნება. კოსმოსის შესწავლა ბევრად უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. იქნება გასაოცარი ტექნოლოგიური წინსვლა. არ გამოვრიცხავ სხვა პლანეტურ ცივილიზაციებთან ხილულ კავშირებს. შესაძლოა ჩვენივე მზის სისტემაშიც აღმოჩნდეს ახალი ობიექტები. ( როგორც წინა ტრანზიტის დროს ურანი იქნა აღმოჩენილი!).
საწვავი - ნავთობი და გაზი, შესაძლოა სხვა პროდუქტით ჩანაცვლდეს. და ეს ეხება არამხოლოდ ელექტრობას, არამედ ახალ, ჯერ კიდევ უცნობ ტექნოლოგიებს. სამართლებრივი სფეროშიც შესაძლებელი გახდება დანაშაულის ამოხსნის ახალი ტექნოლოგიის დანერგვა.
სამწუხაროდ ნატურალური საკვები შესაძლოა დეფიციტური გახდეს. დიდი ქარიშხალები( ურაგანები) და ანომალიური მოვლენები უფრო მოხშირდება. შეიძლება გაიზარდოს ავიაკატასტროფების რიცხვიც. მასობრივი კონტროლის საშუალებების გამოყენება კანონის დონეზე კიდევ უფრო დაშვებული გახდება. მერწყულისათვის თავისუფლების და თანასწორობის პრინციპები ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლა დაიწყონ, ეს მათ ჯერ ეს ყველაფერი უნდა უნდა წაერთვას. ამის გაკეთება, ანუ ყველას ტოტალურ კონტროლზე აყვანა, პლუტონს ძალუძს.
ცხადია ამას რაც მოჰყვება - ამბოხებები, რევოლუციები... ამავდროულად, თუ გავიხსენებთ, რომ მერწყული ლომის საპირისპირო ნიშანია და რომ თუ ლომი ხელისუფლების ცენტრალიზაციას ნიშნავს, მერწყული პირიქით - დეცენტრალიზაცია და მმართველობის გადანაწილებაც კი გამოდის....
შესაძლოა მივიღოთ ისეთი სტრუქტურაც, რომელიც აქამდე არც არსებულა ისტორიაში....“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ: