ხშირად გვესმის ფრაზები: „ჩვენი ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს არ ეთავსება“, „ტყუპებთან ურთიერთობას აღარასდროს დავიწყებ“ ან „ვერძი და სასწორი იდეალური წყვილია“. თუმცა, ცნობილი ასტროლოგები და გვახსენებენ, რომ მხოლოდ მზის ნიშნით წყვილის თავსებადობის განსჯა უდიდესი შეცდომა და უბრალოდ „ცუდი რჩევაა“.
ჯეი შეტის პოდკასტში - On Purpose ცნობილი ასტროლოგ ჩანი ნიკოლი იმყოფებოდა, რომელმაც რამდენიმე ფუნდამენტური იდეა გააჟღერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევხედოთ ურთიერთობებსა და ასტროლოგიურ თავსებადობას სინამდვილეში.
„მზის ნიშანი, რასაც ჩვეულებრივ „ჩემს ზოდიაქოს“ ვუწოდებთ, ადამიანის ნატალური რუკის მხოლოდ მცირე ნაწილია. წყვილის თავსებადობის განხილვისას ასტროლოგები იკვლევენ მთლიან ცის რუკას დაბადების ზუსტი მომენტისთვის.
ვენერას მდებარეობა: როგორ გამოხატავს თითოეული სიყვარულსა და სიმპათიას.
მერკურის მდებარეობა: როგორ ურთიერთობენ და ესმით ერთმანეთის. სხვა პლანეტარული ასპექტები, რა წერტილებში იკვეთება მათი ენერგიები. ვენერას ნიშნების ცუდი კომბინაცია არ არსებობს, არსებობს უბრალოდ განსხვავებული სტილები. ნუ ჩახედავთ ასტროლოგიურ რუკას, სანამ ადამიანს არ გაიცნობთ! ჯერ გაიცანით ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედეთ მის ვარსკვლავებს.
როდესაც პაემანზე მიდიხართ, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შეგრძნებებს:
გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ მასთან?
რას გეუბნებათ თქვენი სხეული და ინტუიცია?
ხედავთ თუ არა რეალურ საგანგაშო სიგნალებს მის ქცევაში?
თუ რუკას წინასწარ შეამოწმებთ, ბუნებრივად ჩამოგიყალიბდებათ ნეგატიური ან გადაჭარბებული მოლოდინები, რაც ხელს შეგიშლით ადამიანის ობიექტურად აღქმაში. ასტროლოგია ურთიერთობის დასაწყისში კი არ უნდა გამოიყენოთ სკრინინგისთვის, არამედ მოგვიანებით, იმის გასაგებად, თუ სად გაქვთ ჰარმონია და სად დასჭირდება წყვილს მეტი მუშაობა.
იდეალურად „მარტივი“ და სრულიად უპრობლემო ურთიერთობები ბუნებაში არ არსებობს. მეტიც, განსხვავებული და „შეუთავსებელი“ რუკების მქონე წყვილებს ხშირად ძალიან მყარი კავშირი აქვთ.
განსხვავებები გვაიძულებს გავცდეთ საკუთარ ეგოს, ვისწავლოთ მეორე ადამიანის გაგება, დავაფასოთ მისი განსხვავებული სამყარო და გავიზარდოთ პიროვნულად. მთავარია არა სრული იდენტურობა, არამედ სურვილი - პატივი ვცეთ ერთმანეთის ინდივიდუალურობას“, - აღნიშნავს კანადელი ასტროლოგი.
თარგმნა და მოამზადა Digest.ge-ის რედაქციამ.
