Digest Logo

როდის დგება ადამიანისთვის იღბლიანი და სასიკეთო პერიოდი

1680684463
კოსმოსი - ენერგია

იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, თუ გსურთ, უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ საქმიდან და ბიზნესიდან, სწორად ჩადოთ ფული სარგებლის მოსატანად, დააბანდოთ სახსრები მიზნობრივად, მაშინ სწორად უნდა დაგეგმოთ, როდის დაიწყოთ საქმიანობა და როდის უნდა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა.

🔵როგორი გავლენა ექნება ადამიანებზე 6 აპრილის სავსემთვარეობას? - რამაზ გიგაურის პროგნოზი

ამისთვის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ვარსკვლავების რჩევები, ყურადღებით გაეცანით, რას გიწინასწარმეტყველებენ ისინი, როდის არის თქვენთვის სასიკეთო და იღბლიანი პერიოდი, ასტროლოგიურად, როდის ჯობია ახალი საქმის დაწყება, სასიყვარულო კავშირების დამყარება თუ საცხოვრებლის შეცვლა. წლის განმავლობაში არსებობს კონკრეტული დღეები და თვეები, როცა ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, როცა ამ დროს წამოწყებული საქმე სამომავლოდ სარფიანი გამოდგება თქვენთვის და კარგ მოგებასაც მოგიტანთ, თან მინიმალური დანახარჯების ფონზე. ხოლო, რომ გაიგოთ, როდის დგას თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, უნდა შეგეძლოთ ამის სწორი გამოთვლა. ათვლა უნდა დაიწყოთ დაბადების თვიდან. მოკლედ, განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი პერიოდი საფინანსო და კარიერული კუთხით და თამამად გადადგით წინ ნაბიჯი. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ აგვისტოში, მაშინ თქვენთვის პირველ თვედ ითვლება სექტემბერი, თუ სექტემბერში – ოქტომბერი, თუ მარტში – აპრილი და ასე შემდეგ. ეს ძალიან ადვილია.

პირველ თვეს მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, მეტი დაკვირვება გმართებთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ახალ საქმეს წამოიწყებთ, რადგან მომავალში დიდია დანაკარგების რისკი. ამ პერიოდში წამოწყებულ საქმეში მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

მეორე თვეს საქმე გააზრებულად და აუჩქარებლად წამოიწყეთ, რასაკვირველია, თუ გინდათ, რომ მან ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანოთ. თუ ვარსკვლავების რჩევას გაითვალისწინებთ, არ გირჩევთ საქმის ვალით დაწყებას. ამ პერიოდში დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა და პარტნიორების მხრიდან ღალატი. ასე რომ, იყავით წინდახედული და, თუ დრო ითმენს, ახალი საქმე მომავლისთვის გადადეთ.

აი, მესამე თვეს კი, შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ნაბიჯი საფინანსო სფეროში და ნებისმიერი ახალი საქმიანობა წამოიწყოთ. ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სამომავლოდ აუცილებლად მოგიტანთ მოგებას.

მეოთხე თვე ის პერიოდია, როცა გმართებთ, უფრო გონივრულად განსაზღვროთ ნებისმიერი საქმე. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ დაიწყებთ ამ დროს ახალ საქმეს, რათა სამომავლოდ სანანებელი არ გაგიხდეთ.

მეხუთე თვეს თქვენთვის სარისკო პერიოდი დგას ახალი საქმისა და ბიზნესის წამოსაწყებად. მაღალია მოტყუების მცდელობა პარტნიორების მხრიდან და, ასევე, შეცდომების დაშვების ალბათობაც. ის საქმე, რისი განხორციელებაც სამომავლოდ გსურთ, წინასწარ დაგეგმეთ, შემდეგ კი კარგად გააზრებულმა დაიწყეთ მისი რეალიზება.

ასტროლოგიური კუთხით, მეექვსე თვე ყველაზე ნაყოფიერი და სარფიანი პერიოდია საქმის წამოსაწყებად და ბიზნესში ფულის დასაბანდებლად. გამოავლინეთ მაქსიმალური ყურადღება მოვლენებისადმი, იყავით შრომისუნარიანი, იმოქმედეთ მიზანდასახულად, მოახდინეთ ძალების სწორად მობილიზება.

მეშვიდე თვე კი, საკმაოდ რთულია საქმესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. არ წამოიწყოთ რაიმე საქმე დამოუკიდებლად და სხვების რჩევების გარეშე. ის პრობლემები, რაც ეხება ბიზნესსა და საქმეს, ჯობს, სხვების დახმარებით გადაჭრათ.

მერვე თვეს ნუ გარისკავთ, რადგან მაღალია მოტყუებისა და ცდუნებების ალბათობა. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე საქმეს დაგეგმავთ. ამ პერიოდში კოსმოსიდან დედამიწაზე ნეგატიური ენერგიები მოდის და ის მეტად უწყობს ხელს, შეცდომა დაუშვათ.

მეცხრე თვეს კი შეგიძლიათ, თამამად მოაგვაროთ ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, დაგეგმოთ ახალი საქმე. იმოქმედეთ მიზანდასახულად და თქვენი ფინანსური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება

მეათე თვეს ჯობია, ბევრი არ ილაპარაკოთ, რომ თქვენი ბიზნესგეგმებით სხვებმა არ ისარგებლონ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად და კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.

მეთერთმეტე თვე სასიამოვნო სიურპრიზებითა და ცვლილებებით იქნება სავსე. იყავით მეტად აქტიური – ეს ფინანსებსა და შემოსავლებს გაგიორმაგებთ. ასე რომ, ეს ის პერიოდია, როცა სიზარმაცის გამო შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

მეთორმეტე თვე თითოეული ჩვენგანისთვის საქმისა და ბიზნესის კუთხით ყველაზე რთულია. ამიტომ, ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ბრმად ნუ ენდობით სხვებს და ნურც რაიმეს შეცვლას შეეცდებით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი“ - ნიკოლოზ რაჭველი

🔵ბადრი ესებუას განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს

🔵დღეს გეომაგნიტური დღეა არ აჰყვეთ პროვოკაციებს

წყარო: tbiliselebi.ge