Digest Logo

„93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი“ - ნიკოლოზ რაჭველი

1680671948
ნიკოლოზ რაჭველი

„93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი. მან თავისი ცხოვრების საკმაოდ სოლიდური ნაწილი საქართველოში საორკესტრო ხელოვნების განვითარებას დაუთმო და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ჩემთვის კი ლევ მარკიზი აგრეთვე იყო ჩვენი ორკესტრის გულშემატკივარი, გია ყანჩელის უძვირფასესი მეგობარი და ჩემი საყვარელი კოლეგის ბენჟამენ გილმორის ბაბუა“, - ამის შესახებ საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მუსიკოსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

🔵„ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა და თანადგომის უნარი“ - ნიკოლოზ რაჭველის თხოვნა საზოგადოებას

„93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი. მან თავისი ცხოვრების საკმაოდ სოლიდური ნაწილი საქართველოში საორკესტრო ხელოვნების განვითარებას დაუთმო და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ჩემთვის კი ლევ მარკიზი აგრეთვე იყო ჩვენი ორკესტრის გულშემატკივარი, გია ყანჩელის უძვირფასესი მეგობარი და ჩემი საყვარელი კოლეგის ბენჟამენ გილმორის ბაბუა. უამრავმა მრავალფეროვანმა მოგონებამ გაირბინა ახლა ჩემს გონებაში…

ლევ მარკიზი ბოლო წლებში FB-ის აქტიური მომხმარებელი იყო და სოციალური ქსელის საშუალებით თავის მსმენელთან ურთიერთობას შინიდან აგრძელებდა. უკვე ძალზედ ავად მყოფი ერთ-ერთი ბოლო სტატუსით ბელგიიდან (მარტის მოვლენების დროს) კვლავ ჩვენ გამოგვეხმაურა და გვერდით დაგვიდგა.

ამისთვისაც და მისი განუზომელი ამაგისთვის დიდი მადლობა მაესტროს! მშვიდად განისვენოს და მარადიული ხსოვნა იყოს მისი სულისა“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵დღეს გეომაგნიტური დღეა არ აჰყვეთ პროვოკაციებს