Digest Logo

ბადრი ესებუას განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს

1680671534
ბადრი ესებუა სასამართლო პროცესზე

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას განაჩენი გამოცხადდება. ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავებიან.

გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია დაცვის მხარე. ამის მიზეზად ადვოკატი, ესებუას მიერ ბრალის აღიარებას ასახელებს და აკონკრეტებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი თავდაცვისთვის სჭირდებოდა.

იარაღი სამართალდამცველებმა ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხასკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. იარაღის შენახვის გარდა ესებუას ტერორისტული აქტისა და მძევლების აყვანის გამო ადანაშაულებენ. ეს პროცესი ცალკე მიმდინარეობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

წყარო: rustavi2.ge