Digest Logo

როდის შევიჭრათ თმა მთვარის კალენდრის მიხედვით? - „ფენ შუის“ სპეციალისტი გირჩევთ - თებერვლის სილამაზის კალენდარი

1707155042
თმის შეჭრა

ცნობილი ფაქტია, რომ მთვარის დღეები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, წარმატებაზე და სილამაზეზე. ამიტომ სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით სწორად იქნეს შერჩეული დღე, როცა ყველაზე ხელსაყრელია თმის შეჭრა, შეღებვა ან თმაზე სხვა მანიპულაცია. 

„ფენ შუის“ სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თებერვალში საუკეთესო თარიღების კალენდარს უზიარებს საზოგადოებას, როდესაც თმის შეჭრა მთვარის კალენდრის მიხედვით მიზანშეწონილია.

„6 თებერვალი - ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის გონების გახსნის და წარმატების მოსაზიდად. ბავშვების თმის შეჭრის დღეა.

7 თებერვალი - იღბლიანობას და წარმატებას მოიზიდავთ, პრობლემური სიტუაციების გამოსასწორებლად ძალიან კარგია.

12 თებერვალი - ბარაქის დღეა, ასევე კარგია თმის შეჭრისთვის.

13 თებერვალი - ცხოვრება გახდება წყნარი და კომფორტული. ენერგეტიკული პრობლემების მოშორება ხდება თმის შეჭრით.

14 თებერვალი -  ბედნიერი პერიოდი დადგება, პრობლემები მოგვარდება მარტივად და მშვიდად. ახალ, სასიხარულო ამბებს გაიგებთ. ასევე გულის ტკენების გასაშვებად იდეალურია.

17 თებერვალი - ახალი სასიყვარულო პერიოდის დაწყების დროა, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც კარგი მეგობრები გამოდგებიან, ასევე დახმარება  გამოგიჩნდებათ ყველანაირ საქმეში.

18 თებერვალი - სამსახურის მაძიებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალი სამსახური იპოვონ, ასევე ახალი საქმის დაწყება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების დროა. სამსახურს შემოგთავაზებენ და ფინანსურად გაგიუმჯობესდებათ მდგომარეობა.

19 თებერვალი - ცხოვრება გახდება კომფორტული, იღბლიანობას მოიზიდავთ, ასევე ფინანსური ენერგიების შემოდინება გააქტიურდება.

20 თებერვალი - ცხოვრების ყველა ეტაპზე მოიზიდავთ წარმატებას და იღბალს. ყველანაირ პრობლემას გადალახავთ მარტივად, ასევე არ გაგიპრობლემდებათ საქმეები. მოიზიდავთ კარგ ამბებს და გამოსწორდება პირადი სიტუაციები.

22 თებერვალი - ძალიან კარგია კარმის გამოსასწორებლად და სურვილის ასასრულებლად. იგრძნობთ ხალხის მხარდაჭერას.

23 თებერვალი - უეცარი წარმატება, იღბილანობა, გამართლება, საჩუქრები მოულოდნელი, ბონუსები და ახალი შესაძლებლობა, ფულის შოვნის დღეა.

24 თებერვალი - გახდებით მიმზიდველი და ენერგეტიკა გაგიძლიერდებათ.

27 თებერვალი - ახალი შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მანქანა, უძრავი ქონება, ელექტრო მოწყობილობები ან სამოსი.

28 თებერვალი -  მოიზიდავთ კმაყოფილ მომხმარებლებს“,- ამბობს სპეციალისტი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕„კარგი დროა მეგობრების შეძენისთვის, მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის“ - რას მოიტანს მერკურის მერწყულის ზოდიაქოში გადასვლა?

⭕„ბედნიერი დაბადების დღე ჩემო უბერებელო“ - როგორ მიულოცა მამიდას დაბადების დღე ქრისტინე იმედაძემ?

„3 წელი გავიდა, სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ ეთერში ვარ... მტკივა, ჩემს პროფესიაში მინდა!..“ - მაია ასათიანი