Digest Logo

როგორ დავასრულოთ კარმული გაკვეთილი? - ეზოტერიკოსის რჩევები

1780128999
კარმა კარმა

🌀 როგორ დავასრულოთ კარმული გაკვეთილი? თუ აღმოჩნდით სიტუაციაში, რომელიც არ მოგწონთ, მაგრამ მისი შეცვლა თქვენს ძალებს აღემატება, ეს ნიშნავს, რომ კარმულ გაკვეთილს გადიხართ.

იმისათვის, რომ ეს ეტაპი მაქსიმალურად სწრაფად და მსუბუქად გაიაროთ, გონებით საწყის წერტილს უნდა დაუბრუნდეთ და საკუთარ თავს ჰკითხოთ:

„ჩემმა რომელმა ფიქრებმა და გრძნობებმა მომიყვანა აქამდე? რატომ ვიმყოფები მდგომარეობაში, რომელიც ასე არ მომწონს?“.

შემდეგ ჩაიხედეთ კიდევ უფრო ღრმად და იპოვეთ ის ფარული მოტივი, რომელმაც ეს ფიქრები და გრძნობები შვა. სწორედ შინაგანმა მოტივმა გააღვიძა ემოცია, ემოცია იქცა ფიქრის საფუძვლად, ხოლო ფიქრებმა რეალობაში უსიამოვნო მოვლენების სახით შეისხა ხორცი. თქვენი პირველადი მოტივი არის კიდეც ის ნამდვილი კარმა — მიზეზთა მიზეზი.

ამრიგად, კარმული გაკვეთილის ჩაბარების მთავარი პირობა საწყის წერტილში დაბრუნება და იმ მიზნების გადაფასებაა, რომლებმაც თქვენი აზროვნება განსაზღვრა.

უნდა გააცნობიეროთ: რის შეგრძნებას უკრძალავთ საკუთარ თავს? რა არის გარედან თავსმოხვეული და რა მოტივები მართავს თქვენს დღევანდელ რეალობას? ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, თქვენივე მატერიალიზებული გრძნობებია, რომლებიც ხშირად არასასურველ ფორმას იღებენ. ეს არის კარმა.

თუმცა, აუცილებელი არ არის, ეს გრძნობები მაინცდამაინც ბრაზი, სიძულვილი ან წყენა იყოს — ისინი ხომ მხოლოდ შედეგებია. პირველწყარო, როგორც წესი, საკუთარი თავის უსიყვარულობაა.

სწორედ ეს დეფიციტი ამახინჯებს ყველა შემდგომ პროგრამას, რომლებიც მერე კარმულ გამოცდებად გვევლინება. როგორც კი მიაგნებთ სათავეს — იმ პირველად მოტივს, რომლითაც ყველაფერი დაიწყო — მაშინვე დაინახავთ მიმდინარე მოვლენების ნამდვილ მიზეზს. ამ დროს თქვენ აღარ მოგიწევთ თავად სიტუაციასთან ბრძოლა, არამედ მხოლოდ მისი გამომწვევი შინაგანი განზრახვის ტრანსფორმაცია დასჭირდება. ეს კი, თავის მხრივ, უსიამოვნო მოვლენებს შეცვლის ან მათ სრულ გაქრობას დაუდებს საფუძველს.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბედისწერის მთავარ ხაზს ასცდით?

„ვიხილავთ გარღვევებს და სოციალურ ამბოხს, თუ ინფორმაციები და მასალები სწორად არ გადამუშავდება...“ - გიორგი ლობჯანიძე 31 მაისის სავსემთვარეობაზე

🎥 „ისე ცუდად ვიყავი, 40 დღე დაუჯდომელს ვუკითხავდი, არც ღამე მეძინა და არც დღე...“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე