ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც 31 მაისის სავსემთვარეობაზე ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:
„ლურჯი სავსემთვარე (,,Blue Moon”) და საქმეში ჩართული სამყაროს კარიბჭის მთავარი ვარსკვლავები, ალდებარანი და ანტარესი.
ამ სტატიაში სწორედ 31 მაისის უმნიშვნელოვანეს სავსემთვარეობაზე ვისაუბრებ:
სავსემთვარეობა თბილისის დროით 12:45 საათზე იქნება მშვილდოსნის 9°55 გრადუსზე.
ზოგადად, ამ ცის კაბადონზე 4 სამეფო ვარსკვლავია და ესენია: ალდებარანი, ანტარესი, ფორმალჰაუტი და რეგულუსი.
ეს ამ თვის რიგით მე-2 სავსემთვარეობაა, რაც იშვიათად ხდება, ხოლო მისი მოქმედების არეალი კიდევ დიდი ხნით გაგვყვება და დაახლოებით 1 წელი მაინც იქნება აქტიური ახლა გადადგმული საგულისხმო ნაბიჯები.
ანტარესი - თავად სიტყვა გვეუბნება „ანტე“, რაც შემცვლელს ან დაპირისპირებულს ნიშნავს. არესი კი მეომარს. ბერძნულ მითოლოგიაში არესი ომის ღმერთია, რაც რომაულ პანთეონში მარსის სახელითაა ცნობილი.
* ანტარესი, როგორც მარსთან მოქიშპე, მისი მოწინააღმდეგეა.
ძველ სპარსულ წყაროებში იხსენიება, როგორც დასავლეთის მცველი.
ანტარესი, აგრეთვე, 15 ძირითად ვარსკვლავშია შესული. (ალკიონი, დენებ ალგედი, ვეგა, კაპელა, ალგოლი, ალდებარანი, ალპეკა, ანტარესი, არკტურუსი, სპიკა, სირიუსი, პროკიონი, რეგულუსი და ალგობარი.)
ის უფრო იუპიტერისა და მარსის ბუნებისაა. ადამიანებს აძლევს გულუხვობას და ლიდერულ სულისკვეთებას, მეომარი და პირდაპირია, მაგრამ ვლინდება ხოლმე დესტრუქციით და უხეში ხასიათით, სადაც დაუნდობელი ბრძოლა და ომია, იქაა ანტარესიც.
პტოლემეოსის წყაროებიც ნათლად უთითებს, რომ იგი წარმატებას აძლევს უშიშარ და მებრძოლ ხალხს, თუმცა მასთან რისკები და კონფლიქტები მრავლადაა. ძალაუფლების ძლიერი წადილი და აგრესია გააჩნია.
ალდებარანი - ძველი სპარსელები მას უფრო აღმოსავლეთის მცველად მოიხსენიებენ.
იძლევა პატივს, სიმართლეს, ლიდერობას, ღირსებას, პატიოსნებას და სხვა ...
ალდებარანი ძალიან აფასებს მორალურად სუფთა და კეთილშობილ ადამიანებს. მას მიეწერება მოულოდნელი და სწრაფი სასიკეთო შედეგები, სამართლიანი და მიზანსწრაფულია.
* ეს სავსემთვარეობა ბევრის ცხოვრებაში დასვამს ლოგიკურ კითხვებს:
საით მიდის გეგმები?
სწორია ის არჩევანი, რომელსაც ვემსახურებით თუ რეფორმებია საჭირო?
მშვილდოსანი ეს მეტად იდეოლოგიური ნიშანია. მას სჭირდება მეტი მომავლის ხედვა და რწმენა იმისა, რომ დასახული მიზანი შესრულდება.
პიკზე მთვარე ასპექტირებული იქნება ურანის, ნეპტუნისა და სატურნის ენერგიებით.
ჩვენ ვიხილავთ მთელ რიგ გარღვევებს და სოციალურ ამბოხს, თუ ინფორმაციები და მასალები სწორად არ გადამუშავდება. არაა გამორიცხული, რომ დამყარდეს სოციალურ სამყაროში ცენზურა ან ვინ იცის - დიქტატურაც და ამის გამო, სამართლებრივი დავა.
პერიოდი ხელს უწყობს ფართმოსაშტაბიანი საკითხების მოწესრიგებას, საბუთებთან მუშაობას, ვიზებთან დაკავშირებული ამბების მოგვარებას, უცხოელებთან კონტაქტს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვისაც გექნებათ რაიმე გადასაწყვეტი ბევრი შესაძლოა, ახლა გაირკვეს.
მშვილდოსანი აქტიურად კურირებს პოლიტიკურ და სულიერ მიმართულებებს. მომდევნო პერიოდებში ბევრ სიახლეებს ვიხილავთ, მით უმეტეს, მომდევნო წლის ტენდენციებშიც გამოვლინდება იგი.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:
♈️ ვერძი - რა გაქვთ დასამთავრებელი? სწავლა, უცხოეთი, განათლება, თვალსაწიერის გაფართოება, ეშელონური შეხვედრები. მოემზადეთ ცხოვრებისეული ცვლილებებისა და რეფორმებისთვის.
♉️ კურო - ეცადეთ გაისტუმროთ ვალდებულებები. კარგი დროა საფინანსო საკითხების მოგვარებისთვის. იმუშავეთ თქვენს შიშებსა და ფსიქოლოგიურ წნეხზე. კარგი დროა სულიერი ვარჯიშისა და ფსიქოლოგიური პრაქტიკებისთვისაც.
♊️ ტყუპები - ძველი ურთიერთობები მთავრდება და იწყება ახალი ან მყარდება არსებული კონტაქტი. გადახედეთ, რამე ცვლილებები ხომ არაა უკვე საჭირო თქვენს პირად ცხოვრებაში? ნუ დაარღვევთ კანონს, იყავით სამართლიანი, სხვა შემთხვევაში გაუგებრობები გარანტირებულია. შესაძლოა ახალი კონტაქტის წინაშეც აღმოჩნდეთ, რომელიც მისაღები იქნება.
♋️ კირჩხიბი - იზრუნეთ თქვენს სულიერ და ფიზიკურ სხეულზე. კარგი დროა ექიმთან ვიზიტისთვის. წამლების პროფილაქტიკისა და გამასაჯანსაღებელი ეფექტისთვის. ბევრი თქვენგანი განიკურნება ან დადგება გადაყვწეტილების წინაშე, თუ რა არის აუცილებელი კრიზისიდან გამოსასვლელად. მშვენიერი დროა დასვენებისა და სამსახურებრივი საკითხების გადახედვისთვის.
♌️ ლომი - ძალიან ბევრი ლომი პოპულარული გახდება სპორტული და ხელოვნების სამყაროს დახმარებით. გაგიჩნდებათ სურვილი მეტის კეთების, შესაძლოა აღმოჩნდეთ საყოველთაო პიარში. დრო კარგია სასიყვარულო კავშირების დამყარებისთვის ან გაუმჯობესებისთვის.
♍️ ქალწული - რაც თქვენი არაა და ძველი დრომოჭმულია ყველაფერი დაასრულეთ და გაუშვით. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა მიწა იყიდოს ან გაყიდოს. მოაწესრიგეთ საბუთები. ზოგი რემონტს გადაწყვეტს ან ბინას შეიცვლის კიდეც. კარგი დროა სანათესავო კონტაქტებისა და ფესვებთან დაბრუნებისთვის.
♎️ სასწორი - ეცადეთ, რომ ისაუბროთ მოზომილად და არავის არ დაჰპირდეთ ზომაზე მეტს. არაა გამორიცხული, რომ ამის გამო სიტყვებზე გამოგეკიდონ კიდეც. დრო მისაღებია სწავლისა და მოგზაურობისთვის ან პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლოა დახუროთ ერთი ეტაპი და დაიწყოთ აბსოლუტურად სხვა. არაა გამორიცხული ახალი ნაცნობობის ან მარკეტინგული გარიგების წინაშე.
♏️ მორიელი - უფრო მეტად დადგება ფინანსური საკითხების მოგვარების წინაშე. უძრავი ქონება, გასასტუმრებელი ვალდებულებები, რაიმეს შესყიდვა ან გაყიდვა. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ახალი ბიზნესს გეგმა ან შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.
♐️ მშვილდოსანი - დიდი ტრანსფორმაციის და სოციალური იმიჯის შექმნის დროა. გახსოვდეთ, რომ ყველას ვერ მოეწონებით. იქნება მომენტები, როცა შეგაქებენ, მაგრამ მომენტებში კრიტიკას დაიმსახურებთ. აქტიური და შემოქმედებითი დროა. სიტყვები უაზროდ არ ისროლოთ, მეტი მოისმინეთ და ტრადიციულად ბრძნული რჩევები გაეცით. თქვენს სოციალურ სტატუსს და იდენტობას შეეხება მიმდინარე სავსემთვარეობა.
♑️ თხის რქა - სულიერი ტრანსფორმაციის და სიმშვიდის დროა. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა დროებით მარტოობაში იპოვოს ჭეშმარიტება ან გაგეხსნათ სულიერების მხრივ ალტერნატიული გზები. შეასრულეთ დანაპირები. ფსიქოლოგიური ვარჯიშების, საღვთისმეტყველო საკითხებში გარკვევის, ჩაძიების, უცხოეთთან კონტაქტის და შიშებთან ადაპტირების დროა.
♒️ მერწყული - გადააფასებთ სამეგობრო წრეს, მომავლის მიზნებს და დასვამთ კითხვას: რა იდეა მუშაობს და ვისთან ერთად, ხოლო ვისთან არა? დრო კარგია რეფორმებისა და ახალი ნაცნობობისთვის, დაემშვიდობეთ გამოუსადეგარ ტექნიკას და წარსულ ნივთებს. ახლა ნათლად დაინახავთ თუ ვინ დგას თქვენს გვერდით და ვინ ნაკლებად. თქვენს ცხოვრებას გადააფასებთ და ახალ გარემოში აღმოჩნდებით.
♓️ თევზები - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავსემთვარეობაა თქვენს ცხოვრებაში, რადგანაც მოქმედება ხდება კარიერულ ნიადაგზე. გახსოვდეთ, რომ მოუსმინეთ სხვების რჩევებს, არ აჩქარდეთ, ბევრი თქვენგანი დიდი კარიერული ნახტომის წინაშე აღმოჩნდება, ნაწილი კი დაემშვიდობება დრომოჭმულ გარემოს.
და ბოლოს: ხაზგასმით ვამბობ ამ სავსემთვარის ეფექტი მომდევნო წლისთვისაც თვალშისაცემი იქნება!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: