როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს.
„7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ და ზეგ კი ლომში ინაცვლებს. ეს სამი დღე კარგია აქტიური საქმეებისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ენერგიული ნაბიჯების გადადგმისთვის. სანამ სათანადო ძალა გვაქვს, პროცესები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ.
10 და 11 სექტემბერი - პაუზა (შეძლებისდაგვარად): ამ დღეებში მთვარე ქალწულში გადადის და იქ მყოფ მზეს უერთდება. ეს მთვარის 29-ე და 1-ელი დღეებია - ახალმთვარეობის, ანუ ენერგეტიკულად ყველაზე სუსტი ფაზა (როგორც ძველქართული ასტროლოგია უწოდებს - „ჭიანი“ ენერგია).
რადგან ორივე მნათობი ქალწულის ნიშანში იქნება, საგრძნობლად მოიმატებს კრიტიკულობა, პერფექციონიზმი და წვრილმანებზე გამოკიდების სურვილი. გაჩნდება უმიზეზო უკმაყოფილება და დეტალებში ჩაძიების ტენდენცია.
ასე რომ, გირჩევთ, 10-11 სექტემბერი მშვიდად გავიაროთ. მოვერიდოთ ურთიერთობების გარკვევას, არ დავიწყოთ ახალი საქმეები (ბუნებრივია, ეს გადაუდებელ საქმეებს არ ეხება), არ მოვაწეროთ საბუთებს ხელი (თუ შესაძლებელია) და მივცეთ საკუთარ თავს განტვირთვის უფლება“, - წერს რამაზ გიგაური.