Digest Logo

„როგორ გავხდე წარმატებული?“ - ხათუნა ნოელი შანსებზე, რასაც იუპიტერის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში იძლევა

1761842100
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რა შანსებს იძლევა იუპიტერის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში:

„როგორ გავხდე წარმატებული? ჩვენს რუკაში ამას დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერის მდებარეობა განსაზღვრავს.

რა შანსებს იძლევა იუპიტერის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში:

ვერძის იუპიტერის პატრონისათვის წარმატებული სფეროები იქნება სამხედრო საქმე, მჭედლობა, საცხობი, საყასბო, ლითონის საბადოები. ქირურგია, სტომატოლოგია.

იუპიტერი  კუროსათვის მოგებიანი იქნება სასაწყობო მეურნეობაში მუშაობა, სოფლის პროდუქტების წარმოება, ჩანთების, ჩემოდნების, საფულეების ბიზნესი.

ტყუპი-იუპიტერისათვის წარმატებულია პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, წიგნების ან საკანცელარიო ნივთების ბიზნესი, გადაზიდვები, მანქანებით ვაჭრობა.

იუპიტერი კირჩხიბში - წარმატებული იქნება უძრავი ქონება, ისტორია, შესაძლოა სამშობიარო სახლის დაარსება, სასაფლაოების მოწყობა, თეთრეულით, ჭურჭლით, აბაზანებით ვაჭრობა.

გასართობი დაწესებულებები წარმატებას მოუტანს ლომ-იუპიტერს. მისი ბიზნესისთვის მშვენიერი იქნება ოქროს სამკაულების თემა.

იუპიტერ ქალწულს - სამედიცინო სფეროს, ან ბუღალტერიას ვურჩევთ. შეუძლიათ გახსნან დასაქმების ბიურო მომსახურების სფეროში.

სასწორი იუპიტერისათვის იურისპრუდენციასთან ერთად ბუტიკების, სალონების, მოდების ატელიების, პარფიუმერიის თემა იქნება წარმატებული.

იუპიტერი მორიელს წინსვლის შანსებს მისცემს ქირურგიაში მუშაობა, შეუძლიათ გახსნან ნოტარიალური, დამკრძალავი ბიურო, ივაჭრონ სანტექნიკის ნივთებით. წარმატებული იქნება შახტების დამუშავება.

საუნივერსიტეტო საქმიანობა იუპიტერი მშვილდოსნებისთვის იქნება ზედგამოჭრილი. მათ წარმატებებს მოუტანთ ასევე უცხოეთთან კავშირები,საგამომცემლო საქმე, იპოდრომები, საჯინიბოები, ცხენები. შეუძლიათ გახდნენ მღვდლები ან მოსამართლეები.

იუპიტერი - თხის რქისათვის კარგია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. მას უნდა ეყოს მოთმინება, გაიაროს ყველა საფეხური. შეუძლია მშენებლობის ბიზნესში წავიდეს, ქვის სამტეხლოს მფლობელი გახდეს. აწარმოოს ტყავის ნაწარმი.

მერწყული-იუპიტერისათვის თანამედროვე ორგტექნიკის სფერო იქნება მოგებიანი. შეუძლია დააარსოს ტელევიზია, კომპიუტერული ცენტრი, იმუშაოს ასტროლოგიის, ავიაციის, სფეროში.

თევზების იუპიტერს შეუძლია ალკოჰოლით, მედიკამენტებით, ზღვისპროდუქტებით ვაჭრობა აირჩიოს. მოგებიანი იქნება ქიმწმენის პუნქტის ფლობაც. წარმატებულია ხელოვნების სფეროში მოღვაწეობა“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გილოცავთ, ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის ასაკში ისევ მსოფლიოს ჩემპიონია“ - ერმილე ნემსაძე

„ზღვა ნეგატივი დაიწყო ჩემ მიმართ... ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს და ნეგატივი ჩემზე ნამდვილად არ მოქმედებს“ - რას ჰყვება ვარლამ წიკლაური

„რაფაელოს პალტოს და კაბის განწყობა...“ - ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები