2026 წლის 14 სექტემბერს შავი მთვარე (ლილიტი) თხის რქის ზოდიაქოში გადადის, სადაც 2027 წლის 11 ივნისამდე დარჩება. ასტროლოგ ნინა ხომერიკის განმარტებით, ეს ტრანზიტი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ცხოვრების კონკრეტულ სფეროში მოუწყობს გამოცდას.
გთავაზობთ დეტალურ პროგნოზს ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის:
„ვერძი
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე-10-ე სახლს, რომელიც თქვენი სტატუსის, კარიერის, რეპუტაციის და სოციალური ავტორიტეტის სექტორია და დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
კარიერული ამბიციების გაძლიერება და მიზნების მკაფიოდ დანახვა; ლიდერული პოზიციების დაკავების შესაძლებლობა; საკუთარი ძალების, ავტორიტეტისა და დამოუკიდებლობის გაცნობიერება; ძველი პროფესიული შეზღუდვებისგან გათავისუფლება, ფინანსური და კარიერული სტრატეგიის უფრო პრაქტიკულად დაგეგმვა.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხელმძღვანელებთან ან კოლეგებთან; კარიერაში ზედმეტი კონტროლისა და დომინირების სურვილი; რეპუტაციასთან დაკავშირებული დაძაბულობა; სამსახურის გამო, პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობების უგულებელყოფა; სწრაფი წარმატების მიღების სურვილმა შეიძლება შექმნას კონფლიქტური სიტუაციები და აგრესია.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
გამოიყენოთ თქვენი ძალა და შესაძლებლობები, ოღონდ პასუხისმგებლობით, ანუ ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად აკონტროლოთ სხვა ადამიანები, ეს დაგეხმარებათ უფრო მეტად შექმნათ საზოგადოებაში საკუთარი ავტორიტეტი, აამაღლებს თქვენს პროფესიონალიზმს და ამით დადებითად დაამუშავებთ ლილიტის ენერგიას და გავლენას.

კურო
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე 9-ე სახლს, რაც არის ჩვენი მსოფლმხედველობის და ამ სამყაროში ჩვენი როლის მაჩვენებელი სექტორი და ლილიტის ეს ტრანზიტი, შეამოწმებს ჩვენი პრინციპებისა და შეხედულებების სიცოცხლისუნარიანობას.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოიტანს:
კარიერულ წინსვლისა და ამბიციების გაძლიერებას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას, მიზნების უფრო მკაფიოდ დასახვასა და დისციპლინას, შეგძენთ ახალ ცოდნას, მოგზაურობებს ან უცხოეთთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს, ასევე შეიცვლით ძველ შეხედულებებს და შეძლებთ უფრო მეტად დამოუკიდებლად მოქმედებას.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოიტანს:
სამსახურში ან ავტორიტეტულ და გავლენიან ადამიანებთან დაპირისპირებას, ზედმეტი კონტროლისა და სიჯიუტის გამოვლენის სურვილს, არასასურველ რისკებს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს, ასევე დაძაბულობას პირად ურთიერთობებში ზედმეტი პრინციპულობის გამო და ემოციურ გადაღლას, რაც გამოწვეული იქნება კარიერაში წარმატების მიღწევის სურვილით.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
ლილიტი კუროსთვის განსაკუთრებით აძლიერებს კარიერის, ფინანსებისა და ცხოვრებისეული მიზნების გადაფასების თემას, მთავარია ამბიცია არ გადაიზარდოს სიჯიუტესა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.

ტყუპები
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე- 8-ე სახლს, რაც არის განახლების, კრიზისებისა და მაქედან გამოსვლის, ნდობის, სხვა ადამიანებთან, ორგანიზაციებთან ან სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებისა და მემკვიდრეობის სექტორი.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
საერთო ფინანსების, ვალებისა და ინვესტიციების მოწესრიგებას, შინაგანი ძალისა და თავდაჯერების გაძლიერებას, ინტიმურ ურთიერთობებში უფრო ღრმა კავშირების შექმნას, ძველი ემოციური დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებასა და რთულ სიტუაციებში, სტრატეგიულად მოქმედების უნარის გაძლიერებას.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოიტანს:
ფინანსურ დავებს, ვალებთან ან საერთო ფულთან დაკავშირებულ სირთულეებს, ეჭვიანობას, კონტროლის სურვილს ან შექმნის ნდობის პრობლემას ურთიერთობაში. ასევე, ეს არის ფარული დაპირისპირებებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის რისკები, ზედმეტი ეჭვები და შფოთვა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თავი შეიკავოთ სარისკო ფინანსური გადაწყვეტილებებისგან.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
საერთო ფინანსების, ნდობისა და ღრმა ემოციური კავშირების გადაფასება, მთავარია, კონტროლის ნაცვლად აირჩიოთ ნდობა და გამჭვირვალეობა ურთიერთობებში.

კირჩხიბი
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე- 7-ე სახლს, რომელიც არის პირადი, მეგობრული და საქმიან-პარტნიორული ურთიერთობების სექტორი და ლილიტი ამ ასტროველში შეამოწმებს მათ სიმყარეს.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოიტანს:
ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიმართლისა და რეალური საჭიროებების გაცნობიერებას, ახალ შესაძლებლობებს პარტნიორობაში ან საქმეში, ძლიერი ადამიანების მხარდაჭერის მიღებას, უფრო მკაფიო საზღვრების ჩამოყალიბებასა და ძველი, არაჯანსაღი ურთიერთობებისგან გათავისუფლებას.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
ურთიერთობებში მოსალოდნელია ეჭვიანობა, კონტროლი ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა, კონფლიქტები პარტნიორთან ან თანამშრომლებთან, ასევე არსებობს მოულოდნელი დაშორების ან ურთიერთობის ფორმატის შეცვლის რისკი, რასაც მოაქვს ემოციური დისტანცია და გაუცხოება ან სხვისი მოთხოვნების გამო საკუთარი სურვილების დათმობის საფრთხე.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
კირჩხიბისთვის, ლილიტი, თხის რქაში, განსაკუთრებით ააქტიურებს ურთიერთობებისა და პარტნიორობის თემას, მისი მთავარი გაკვეთილია, იპოვოთ ბალანსი სიყვარულსა და პირად თავისუფლებას შორის.

ლომი
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე-,0 6-ე სახლს, რაც არის ჩვენი ყოველდღიური მოვალეობების, რუტინის, ჩვენი ცხოვრების წესის, საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობების და ჯანმრთელობის სექტორი.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოიტანს:
დისციპლინისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებას სამსახურში, იზრდება პასუხისმგებლობები და კარიერული წინსვლის შანსები, აგიმაღლდებათ რთული სიტუაციების მართვის უნარები, შეძლებთ ყოველდღიური რეჟიმისა და სამუშაო პროცესების მოწესრიგებასა და ძველი ჩვევებისგან გათავისუფლებას.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
დაძაბულობა სამსახურში ან კონფლიქტური სიტუაციები ხელმძღვანელებთან, გადაღლა და ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, ასევე არსებობს კოლეგებთან ფარული კონკურენციის რისკი. არ არის რეკომენდირებული რეჟიმისა და დასვენების უგულებელყოფა, პერფექციონიზმი ან საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი სიმკაცრის გამოვლენა.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
ეს პერიოდი თქვენთვის არის სამსახურის, კარიერისა და ყოველდღიური ცხოვრების გადალაგების დრო, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია დისციპლინა, მაგრამ არა საკუთარი თავის გადატვირთვის ხარჯზე.

ქალწული
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე- 5-ე სახლს, რაც არის სიხარულის, ემოციების, გრძნობების, შვილებიას და შემოქმედების სექტორი და ლილიტი ამ ასტროველში შეამოწმებს შეგვიძლია თუ არა დავტკვებთ ცხოვრებით.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
ლილიტის ენერგიის სწორად დამუშავების შემთხვევაში მოგემეტებათ თავდაჯერება და მიმზიდველობა პირად ურთიერთობებში, გაძლიერდება კრეატიულობისა და თვითგამოხატვის უნარები, გაგიჩნდებათ საკუთარი პროექტის ან საქმის დაწყების სურვილი, მიიღებთ ფინანსურ სარგებელს შემოქმედებითი საქმიანობიდან და შეძლებთ საკუთარი ნიჭის უფრო თამამად წარმოჩენას.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
პირად ცხოვრებაში მოიმატებს ეჭვიანობა, დრამები ან ემოციური სცენები, გაჩნდება სხვისი ყურადღების მიყრობისა და აღიარების ძლიერი მოთხოვნილება, რის ფონზეც არსებობს გართობის ან სიამოვნებისთვის, ზედმეტი ხარჯების გაჩენის ალბათობა, გარდა ამისა, ურთიერთობაში მოსალოდნელია იმედგაცრუება ან მოულოდნელი ცვლილებებიც. გაითვალისწინეთ, ზედმეტმა პერფექციონიზმმა შეიძლება ვერ მოგიტანოთ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებიდან საჭირო სიამოვნება. ეცადეთ არ შეხვიდეთ კონფლიქტში თქვენს მოზარდ შვილებთან, ნუ გააკრიტიკებთ, ზედმეტად და ნუ შეზღუდავთ მათ, დაიცავით მათი საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დიდი პრობლემები მათთან ურთიერთობაში.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
ეს ტრანზიტი აძლიერებს სიყვარულის, კრეატიულობისა და თვითგამოხატვის თემებს, თქვენი მთავარი ამოცანაა იპოვოთ ბალანსი სიამოვნებასა და პასუხისმგებლობას შორის.

სასწორი
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე- 4-ე სახლს, რაც ასოცირდება სახლთან, მშობლებთან, ოჯახთან, სიმყარესთან და იმ პირადთან, რის დემონსტრირებასაც არ ვახდენთ ფართო წრეში.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
ოჯახური და საცხოვრებელი თემების მოწესრიგება, სერიოზული კარიერული მიზნების დაგეგმვა, ზრდის ქონებასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს, გააძლიერებს თქვენს შინაგან სიმტკიცესა და დამოუკიდებლობას და გადაგიფასებთ ოჯახისგან მიღებულ ძველ შეხედულებებს.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
ოჯახში დაძაბულობა ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ზრდის კონფლიქტების ალბათობას კარიერასა და პირად ცხოვრებაში, აჩენს ემოციურ დისტანციას ახლობლებთან, შესაძლებელია გაჩნდეს საცხოვრებელთან დაკავშირებული მოულოდნელი ხარჯები, ასევე მოსალოდნელია წარსული წყენებისა და ოჯახური საკითხების ხელახლა გააქტიურებაც.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
თქვენთვის ლილიტი თხის რქაში აძლიერებს ოჯახის, სახლისა და შინაგანი უსაფრთხოების თემებს, მნიშვნელოვანია, სხვისი მოლოდინების ნაცვლად დაიცვათ, საკუთარი საზღვრები და სიმშვიდე.

მორიელი
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე- 3-ე სახლს, რომელიც პასუხისმგებელია სწავლაზე, ლოგიკაზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციებზე, აგრეთვე საბუთებზე და მოკლე მოგზაურობებზე.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
აზროვნებისა და კომუნიკაციების გაძლიერება, ახალი ცოდნისა და უნარების ათვისება, წარმატება საქმიან კავშირებსა და მოლაპარაკებებში, გადაადგილებებისა და ახალი კონტაქტების გააქტიურება, ძველი შეხედულებების შეცვლა და უფრო თამამად საკუთარი აზრის გამოხატვა.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
სიტყვიერი კონფლიქტები და გაუგებრობები, ზედმეტი პირდაპირობა, მკვეთრი გამონათქვამები ან მანიპულაციის სურვილი, ჭორებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების რისკი, მოიმატებს დაძაბულობა ახლობლებთან ან ნათესავებთან, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და შეთანხმებების დროს.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
ლილიტი თხის რქაში აძლიერებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის ძალას, რაც ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი კარიერული და პირადი წინსვლისთვის.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო გილოცავთ, შავი მთვარის ტრანზიტი გადის თქვენი პირადი ნიშნიდან, სადაც იდგა ბოლო 9 თვის განმავლობაში, რაც ძალიან პოზიტიური ამბავია თქვენთვის, რადგან ლილიტს შეუძლია შექმნას რთულ სიტუაციები ყოველდღიურობაში, თუმცა, მეორეს მხრივ, მისი ტრანზიტის დროს ადამიანს შეუძლია განსხვავებული სახით გამოავლინოს საკუთარი თავი და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რასაც ადრე სხვადასხვა მიზეზების გამო არ აკეთებდა. ახლა მისი ტრანზიტი გადადის თქვენს ასტროლოგიურ მე -2-ე სახლში, რაც არის პირადი ფასეულობების, შემოსავლების, ქონების, თვითშეფასებისა და სტაბილურობის სექტორი.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
შემოსავლის გაზრდისა და ფინანსური სტაბილურობის შესაძლებლობა, საკუთარი შრომისა და ნიჭის უკეთ დაფასება, ფინანსური მიზნების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება, დამოუკიდებლობისა და თვითდაჯერების გაძლიერება და აგრეთვე დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნის შანსი.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
ზედმეტი ხარჯების ან ფინანსური რისკების ალბათობა, ფინანსებთან დაკავშირებული შიშები, ეჭვები ან კონტროლის სურვილი, დაძაბულობა სამსახურში ან შემოსავლებში, იმპულსური შესყიდვებისკენ მიდრეკილება და აგრეთვე მატერიალური წარმატების მიღწევის სურვილმა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი დატვირთვა.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
ლილიტი თხის რქაში განსაკუთრებით ააქტიურებს ფულის, შემოსავლისა და საკუთარი ღირებულების თემას, მნიშვნელოვანია ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოთ არა ემოციით, არამედ გონივრული გათვლით.

თხის რქა
თხის რქებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტია თქვენთვის, რადგან ის იდგება თქვენს პირად ზოდიაქოს ნიშანში და ასტროლოგიურ 1-ელ სახლში, რაც არის გარეგნობის, ქცევების, პირადი „მე“-ს, ყველაფერი ახლის დაწყების, თვითაღქმის, საკუთარი თავის შეფასების, იმიჯის და სამყაროში საკუთარი როლის მორგების სექტორი.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
საკუთარი ძალისა და თავდაჯერების გაძლიერება, ცხოვრების მნიშვნელოვანი მიმართულებების შეცვლის სურვილი, კარიერული ამბიციებისა და ლიდერული უნარების ზრდა, ძველი შეზღუდვებისგან გათავისუფლება და საკუთარი მიზნების უფრო თამამად დაცვა.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
სიჯიუტე, მკაცრი ხასიათი და ყველაფრის კონტროლის სურვილი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის სამსახურში ან პირად ცხოვრებაში, აჩენს ემოციურ დისტანციას ურთიერთობებში, მოაქვს გადაღლა ზედმეტი პასუხისმგებლობის გამო. იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ავნოს რეპუტაციას ან კარიერას.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
ლილიტი თხის რქაში თქვენთვის არის ძლიერი თვითგარდაქმნის პერიოდი და მისი მთავარი ამოცანაა გამოიყენოთ ეს ძალა საკუთარი ცხოვრების ასაშენებლად და არა სხვებზე კონტროლის მოსაპოვებლად.

მერწყული
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე- 12-ე სახლს, რაც არის დასასრულის, საიდუმლოებების და წარსულის სექტორი.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
შინაგანი ძალისა და ინტუიციის გაძლიერება, ძველი შიშებისა და ემოციური ტვირთისგან გათავისუფლება, ფარული შესაძლებლობების ან ახალი პროფესიული მიმართულების აღმოჩენა, მეტი თვითშემეცნება და პირადი საზღვრების გამყარება, კულისებში დაწყებული საქმეების წარმატებით განვითარება და ძველი საქმეების დასრულება.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
მარტოობისა და იზოლაციის განცდის გაძლიერება, ფარული კონფლიქტების ან საიდუმლოებების გამოაშკარავება, ემოციური გადაღლა და ენერგიის დაქვეითება, გაუცნობიერებელი შიშების გააქტიურება ან წარსულის პრობლემების დაბრუნება, აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე ფარული მტრებისა და არაგულწრფელი ადამიანების მიმართ.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
ლილიტის ტრანზიტი თხის რქაში თქვენთვის არის შინაგანი გაწმენდის, ძველი ეტაპის დასრულებისა და ახალი ცხოვრების ციკლისთვის მომზადების პერიოდი.

თევზები
შავი მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს ასტროლოგიურ მე- 11-ე სახლს, რაც არის ჩვენი სოციალური წარმატების და რეალიზაციის, შედეგების და ჩვენი მომავლის, თანამოაზრეთა, კოლექტივის და მეგობრების სექტორი და შავი მთვარე შექმნის პროვოკაციებს ზუსტად ამ მიმართულებებით.
დადებითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
ახალი და გავლენიანი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა, კარიერულის მიზნების მისაღწევად იგრძნობთ მეგობრებისა და ნაცნობების მხარდაჭერას, გაძლიერდება თქვენი პოზიციები საზოგადოებაში, არის შესაძლებლობა გაჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო და რეალისტურად ჩამოაყალიბოთ მომავლის გეგმები.
უარყოფითი ტენდენციების შემთხვევაში მოაქვს:
მეგობრებთან ან კოლექტივთან ფარული კონკურენციის და ინტერესთა კონფლიქტის გაჩენის შესაძლებლობა, საერთო პროექტებში ფინანსური დანაკარგების რისკების ალბათობა, იმედგაცრუება ზოგიერთი ადამიანის რეალური განზრახვის აღმოჩენისას, ზედმეტი ამბიციები ან სხვისი აღიარების და საკუთარ თავზე წინ დაყენების ძლიერი სურვილი.
ამ პერიოდის მთავარი რჩევაა თქვენთვის:
თევზებისთვის ლილიტი თხის რქაში განსაკუთრებით ეხება მეგობრებს, სოციალურ წრეს, მიზნებსა და მომავალ გეგმებს, მნიშვნელოვანია გაარჩიოთ, ვინ არის ნამდვილი მოკავშირე და ვინ მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესით“,- წერს ხომერიკი.
