Digest Logo

როგორ ხდება ადამიანის „ზომბირება“? - „სხეულს ავსებს მომწამვლელი ტოქსინებით, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე“

1772801663
ადამიანი ზომირება

როგორ ხდება ადამიანის „ზომბირება“ ?

ყველა ნივთიერებას გააჩნია თავის ენერგეტიკა. ზოგ ნივთიერებას აქვს სუფთა და ნათელი ენერგეტიკა და ზოგსაც კი, მძიმე და ნეგატიური. შესაბამისად, საკვებსაც აქვს გარკვეული ხარისხის ენერგეტიკა. ადამიანის ორგანიზმი, მისი ნერვული სისტემა, გონება და ფსიქიკა რეაგირებს ნებისმიერ ნივთიერებაზე , რომელსაც მას მივაწვდით, იმისდამიხედვით, თუ რა ენერგიის მატარებელია ეს ნივთიერება.

დაბინძურებული, გენმოდიფიცირებული და ვადაგასული პროდუქტი (მათ შორის, მედიკამენტებიც), დიდწილად, აზიანებს და აავადებს ადამიანის სხეულს, იწვევს უამრავ ავადმყოფობას. დღეს ბევრი პროდუქტი სავსეა სხვადასხვა ტოქსინებით, რაც მავნეა ადამიანისთვის (და ასევე, ცხოველებისა და გარემოსთვის).

ბუნებრივია, რომ ასეთი დაბინძურებული და მავნე, ვადაგასული პროდუქტებით კვება, მათი მოხმარება, ადამიანის სხეულს ავსებს მომწამვლელი ტოქსინებით, რაც თავის მხრივ, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

გასაკვირი როდია, რომ ადამიანებს სიცოცხლის ხალისი აქვთ დაკარგული და ბევრი უკვე „ზომბირებულ“ მდგომარეობაშია იმდენად ღრმად შესული, რომ აღარც კი აინტერესებთ რით იკვებებიან და რა ჰაერს სუნთქავენ. არადა, სწორედ საკვების, წყლის და ჰაერის სისუფთავე განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას საკმაოდ დიდწილად.

მეგობრებო, მიაქციეთ ყურადღება საკვების, ჰაერის და წყლის სისუფთავეს, მედიკამენტების და საკვების ვარგისობის ვადებს და შემადგენლობას, რათა დღეგრძელები და ჯანმრთელები იყოთ. გასაგებია, რომ მავანთა ინტერესებში შედის რაც შეიძლება მეტი დაავადებული და ზომბირებული ადამიანი, მაგრამ რატომ უნდა შევუწყოთ მათ ამაში ხელი? ხომ შეგვიძლია ჩვენს ხელში ავიღოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე ზრუნვა ? სულიერად გამოღვიძებული ადამიანი სწორედ ამგვარი გაცნობიერებით უდგება ყოფიერებას.

თუკი, ფიზიკურ სხეულს კეთილად მოვეპყრობით და არ დავაზიანებთ, ისიც დიდხანს და კეთილად გვემსახურება. ფიზიკური სხეული საოცარი თვითგანკურნების მექანიზმითაა აღჭურვილი - მთავარია, მას ჯანსაღად ფუნქციონირებაში ხელი არ შევუშალოთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეხმარება ნებისმიერი ურთიერთობის გაუმჯობესებას, დარღვეული კავშირების აღდგენას, ჭორების, ცილისწამების აღმოფხვრას“ - როგორ გავააქტიუროთ მთვარე?

„მნიშვნელოვანი სათნოება, რომლითაც დაცული ხარ ეშმაკისგან არის თავმდაბლობა, გამოვლენილი მორჩილებაში“ - თეოდორე გიგნაძე

„გავლენის სფეროების გადანაწილება, ძლიერი ლიდერების გამოჩენა, რომლებიც ცდილობენ ახალი წესრიგის შექმნას“ - მარტის ასტროპროგნოზი