
ნინუშკა ლისენკო ტაროლოგია, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად რჩევებსა და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით რიტუალებს უზიარებს.
იგი ასევე ეხება ბევრი ადამიანისთვის სენსიტიურ და აქტუალურ თემას, სწორედ ამიტომ მისი აუდიტორიაც დღითი დღე მზარდია.
ამჯერად ლისენკო მორიგ რეკომენდაციას ავრცელებს, სადაც ჰყვება როგორ მოვიშოროთ ნეგატივი და ჯადო ხის მეშვეობით:
„ბოლო დროს არსებობს ტენდენცია ხეების ჩახუტება, რომელსაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი აკეთებს. გაუაზრებლად ეხუტებიან ხეებს. უძველესი ტრადიციაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ხეებმა ენერგიაც წაგვართვას ან პირიქით.
არსებობენ ხეები ვამპირები, რომლებიც არიან - ასპენი, ვერხვი და ნაძვი. ამ ხეებს შეუძლიათ მოგვაშორონ ნეგატივი და ჯადო. ნებისმიერი რამ ავადმყოფობაც კი.ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ასპენს, რომელიც ყველაზე მაგიური ხეა. ადრე სლავები სწორედ ამ ხის მეშვეობით ცდილობდნენ დემონებთან დაკავშირებას. ასპენის ხე რომ დაწვა და მის ცეცხლზე რომ ელექსირი მოხარშო, ადამიანზე ზემოქმედება უფრო იოლი იქნება“, - ამბობს ნინუშკა ლისენკო ვიდეოში.
@ninushkalisenko4 #foryou #fakeeverything⚠️ ♬ оригинальный звук - ninushkalisenko4
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მადლობა ყველა ქალბატონს, ისინი გაცილებით ჩვენზე ძლიერები არიან…“ - ზურა მანჯავიძე
🎥 „მეგონა ქალბატონები ძალიან მიყვარდა, მაგრამ...“ - რას ჰყვება როლანდ ოქროპირიძე?