Digest Logo

როგორ შევარჩიოთ პარტნიორი - შეთავსება ზოდიაქოს ნიშნებს შორის

1620211202
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა

„მთავარი არხის“ ეთერში გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა, სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტნიორის არჩევაზე დიდი გავლენას ახდენს ადამიანის მშობელი. 

როგორც სოფია ბზეკალავამ აღნიშნა, ადამიანს ხშირ შემთხვევაში ისეთი პიროვნება იზიდავს, როგორიც მის საპირისპირო სქესის მშობელს ჰგავს. ამასთან ბზეკალავამ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ ნიშანს შეუძლია ნებისმიერთან ურთიერთობა და ყველაფერი ინდივიდუალურ რუკაზეა დამოკიდებული. თუმცა ასტროლოგიის ზოგადი მიმოხილვის საფუძველზე მან მონათესავე ნიშნებიც დაასახელა.

„პარტნიორის არჩევისას დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მშობელი. ძირითადად ჩვენ ვირჩევით იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ დედასთან ან მამასთან ვაიგივებთ. თუმცა, არსებობს ზოგადი და ინდივიდუალური შემთხვევები. ინდივიდუალურზე ასე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ, ასტროლოგიის ზოგადი მიმოხილვით კი კონკრეტულ ნიშანს ურთიერთობა არ გამოუვა მის შემდგომ მეოთხე ნიშანთან. აგრეთვე აღსანიშნავია სტიქიების მიხედვით მათი თავსებადობა.

1. ცეცხლის ნიშნები - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი - ეს ნიშნები, ლიდერები, ემოციურები და ქარიზმატულები არიან, თუმცა მათი ერთმანეთთან თანაცხოვრება იქნება ბობოქარი, ხშირ კონფლიქტს ხშირი შერიგება და დუღილი მოჰყვება. ისინი საკუთარ ურთიერთობებს გარშემო მყოფებს შემოახვევენ და ყველას გააგებინებენ საკუთარი სიყვარულის შესახებ.

2. მიწის ნიშნები - კურო, ქალწული, თხის რქა, - მათი თანაცხოვრება სიმშვიდით გამოირჩევა, მათგან შორსაა სკანდალები, კონფლიქტი და საჯაროობა. შეუძლიათ იცხოვრონ წყნარად და მათ შესახებ უბრალოდ ვერაფერი გაიგოთ. ისინი თავს არ მოგახვევენ პირად ურთიერთობებს.

3. წყლის ნიშნები - კირჩხიბი, მორიელი და თევზები - ესენი ძალიან ღრმა და ემოციური ნიშნები არიან, მგრძნობიარეები და მელანქოლიური ტიპაჟები გახლავთ. მათთვის მთავარია სულიერი კავშირის დამყარება, ღრმა ემოციური მდგომარეობა. ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს და მიწის ნიშნების წარმომადგენლებს. თუმცა ახასიათებთ, ეჭვიანობა და ტყუილი.

4. ჰაერის ნიშნები - მერწყული, ტყუპები და სასწორი - ამ ნიშნებს ერთმანეთთან თავისუფლების სურვილი, კომუნიკაბელურობა და პირადი სივრცის პატივისცემა შეუძლიათ. ისინი პარტნიორების მიმართ ლოიალურები არიან, მთავარი ურთიერთობაში კი ინტელექტუალური კავშირია მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება მონათესავე ნიშნებს, ცეცხლის და ჰაერის ნიშნები კარგად უგებენ ერთმანეთს. ასევე მიწისა და წყლის ნიშნებიც“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.