Digest Logo

🎥 როგორ შევიდეთ ლუციდურ სიზმარში - „მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან შიშის ფონზე არ მოხდეს თქვენი გამოღვიძება“

1722597404
ტაროლოგიტაროლოგი

ლუციდური ანუ გააზრებული სიზმარი, არის მომენტი, როდესაც ადამიანს გააზრებული აქვს, რომ ის სიზმარშია, სიზმრის მსვლელობის პროცესში. გააზრებულ სიზმარში ხშირად შესაძლებელია სიზმრის ხასიათისა და მსვლელობის კონტროლი, ისევე როგორც სხვაგვარად ფიზიკურად შეუძლებელი ქმედებების განხორციელება. გააზრებული სიზმრები მკაფიოდ რეალური და ნათელია ხოლმე.

გააზრებული სიზმარი მეცნიერული კვლევის საგანია და მისი არსებობა კარგად არის შესწავლილი. მეცნიერებმა, როგორიცაა ალან ჰობსონი, მისი სიზმრის კვლევის ნევროფიზიოლოგიური მეთოდით, დიდი წვლილი შეიტანეს გააზრებული სიზმრის შემეცნებაში.

როგორ შევიდეთ ლუციდურ სიზმარში - აღნიშნულ საკითხზე ტაროლოგმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.

„ლუციდური სიზმარი არის როცა სიზმარში ვაანალიზებთ, რომ ვართ სიზმარში. გაანალიზების წამიდან შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რაც გვინდა და გარშემო მოვლენები ჩვენ თვითონ ვაკონტროლოთ. 

ადამიანები დროის დიდ ნაწილს ვატარებთ ძილში. თუ გვაქვს საშუალება ძილშიც მივიღოთ გარკვეული გამოცდილება, თავგადასავალი, სიამოვნება, რატომაც არა. 

პირველი არის ვაკონტროლოთ კვება, შემდეგია სუნთქვა, უნდა ვისწავლოთ განსხვავება რეალობასა და სიზმარს შორის. 

უმჯობესია ვიკვებოთ ჯანსაღად, ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე აღარ ჭამოთ, რათა ტვინი მოვმართოთ გარკვეული მიზნისკენ. 

რაც შეეხება სუნთქვას, მაქსიმალურად შეარჩიეთ ძილის ისეთი პოზა, რომ სუნთქვაში არ შეგეშალოთ ხელი. 

სიზმრის რეალობისგან განსხვავებაში დაგეხმარებათ ჩანაწერები, მაგალითად რამდენიმე დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაძინების დროს გვერდით დაიდოთ ფურცელი და კალამი, გაღვიძებისთანავე კი დაწერეთ რაც დაგესიზმრათ. ეს დაგეხმარებათ გაარჩიოთ, რა არის რეალობა და რა სიზმარი. 

როცა უკვე განასხვავებთ, შემდეგი ეტაპია მიხვდეთ, რომ ლუციდურ სიზმარში ხართ. ამ წამიდან უნდა დაიწყოთ თქვენი სიზმრის კონტროლი. 

ლუციდური სიზმრის გაანალიზებისას გჭირდებათ, რომ არ აღელდეთ. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან შიშის ფონზე არ მოხდეს თქვენი გამოღვიძება“, - ამბობს ტაროლოგი.

@krr1i1 შემომიერთდი Facebook ჯგუფში : ‘’მისტიური არკანი’’ #ლუციდურისიზმარი #სიზმარი #ეზოთერიკა #მისტიურიარკანი ♬ original sound - შენი ტაროლოგი

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უყურეთ მზის ამოსვლას, ჩასვლას და ამ დროს შენი სურვილების ვიზუალიზაციის ექსპრესია მოახდინეთ“ - ასტროლოგი 4 აგვისტოს ახალმთვარეობაზე

🎥 „ჩემი მთელი სამყარო, ბედნიერი დილა, პატარა მატადორისტა“ - ილია თოფურიას და მისი შვილის უსაყვარლესი კადრები

რატომ ეწყობა ერთმანეთს უსიამოვნებები, როგორ დავადგინოთ არის თუ არა სახლი დაწყევლილი და ვართ თუ არა გათვალული