Digest Logo

🎥 „უყურეთ მზის ამოსვლას, ჩასვლას და ამ დროს შენი სურვილების ვიზუალიზაციის ექსპრესია მოახდინეთ“ - ასტროლოგი 4 აგვისტოს ახალმთვარეობაზე

1722594057
ასტროლოგიასტროლოგი

გაიხსნა ლომის კარიბჭის პორტალი, რაც მიზნების მანიფესტაციისთვის გაასმაგებულ ენერგიას იძლევა.

ახალმთვარეობა 4 აგვისტოს, საქართველოს დროით 15:12 საათზე იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი მიზნები და ოცნებები აიხდინოთ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასტროლოგი ანი ანთაძე იგივე ლუნა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.

„4 აგვისტოს დღისით, მზისით, 15:12 საათზე არის ახალმთვარეობის პიკი ლომში. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც გულით გინდათ, რა სურვილიც სიამოვნებას, სილაღეს, ბედნიერებას, გართობას მოგიტანს, ზუსტად ისეთი სურვილების ჩაფიქრების დროა.

ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად მხიარულად, ჟრიამულით, ხმაურით სავსემ გაატაროთ. უყურეთ მზის ამოსვლას, ჩასვლას და ამ დროს შენი სურვილების ვიზუალიზაციის ექსპრესია მოახდინეთ“, - ამბობს ასტროლოგი.

 

@mylunastories 4 აგვისტოს 15:12 ახალმთვარეობის პიკი ლომში🦁🌙🌞#mylunastories #newmoon #manifestation #masterclass #manifestationcoach #მანიფესტაციისტექნიკა #lunasmagicstore #newmoonritual ♬ original sound - mylunastories

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი მთელი სამყარო, ბედნიერი დილა, პატარა მატადორისტა“ - ილია თოფურიას და მისი შვილის უსაყვარლესი კადრები

რატომ ეწყობა ერთმანეთს უსიამოვნებები, როგორ დავადგინოთ არის თუ არა სახლი დაწყევლილი და ვართ თუ არა გათვალული

„პირველი ხელფასი საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დამენიშნა 200 ლარი, არ გამოგვივლია იოლი პერიოდი“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური