Digest Logo

🎥 როგორ უკავშირდება ასტროლოგია ადამიანის ჯანმრთელობას, სხეულს და ორგანოებს? - სოფია ბზეკალავას განმარტება

1766733702
სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა „ კოტcast-ში“ ასტროლოგიისა და ადამიანის ჯანმრთელობის, სხეულის და ორგანოების კავშირზე საუბრობს.

როგორც თავად აღნიშნავს, ადამიანის ასტროლოგია კარმის, რეინკარნაციის პრინციპით იმართება. სწორედ ამიტომ, ადამიანი დედამიწაზე მოსვლის შემდეგ გადის ემოციურ აღქმებს. 

სოფია ბზეკალავა ხსნის, რომ იმისთვის, თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი, უნდა შეცვალოთ თქვენი ემოციური აღქმა:

„აქ არის ასეთი კავშირი, რომ ასტროლოგია ეფუძნება კარმას, რეინკარნაციის პრინციპს. ადამიანი როგორც სული, მოდის ყოველ ჯერზე საკუთარი მოთხოვნის, გამოცდილების მისაღებად და დედამიწა ის ადგილია, სადაც ჩვენ განვსხეულდებით.  ჩვენი სხეული არის უმთავრესი ინდიკატორი, რადგან ადამიანის სხეული იმახსოვრებს ინფორმაციას. შეიძლება ტვინმა, გონებამ დაივიწყოს, მაგრამ ფიზიკურ სხეულს ეს ამახსოვრდება. 

ინკარნაციების მანძილზე, სული რასაც გადის, ყველაზე მძაფრი ემოციები, პირველადი ინსტინქტი, დაცულობის მორღვეულია სამყაროს წინაშე, ეს ინახება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიბადებით, მთავარი პრინცი, რის გამოც ვიბადებით, ზუსტად ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ამ ემოციურ მოცემულობაში სხვა სხეულით, სხვა ეპოქაში, სხვა მოცემულობით ეს ემოციები, მივხვდეთ, რომ ჩვენ ეს აღარ დაგვანგრევს. ყოველი მოსვლის მიზანია, შენ იყო უფრო ჯანმრთელი. იმისთვის, რომ იყო ჯანმრთელი უნდა შეცვალო ემოციური აღქმები. 

რასაც ყოველდღიურობაში გავდივართ, გვაქვს არჩევანი როგორ აღვიქვათ: დავისტრესოთ, შეგვეშინდეს, მარტივად შევხედოთ და ეს ყველაფერი ასევე მიბმულია საგვარეულო სისტემასთან. ჩვენ ჩვენი წინაპრების ნაწილი ვართ, რომელიც ცოცხალი სისტემაა“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„26 ღამით, 27 დეკემბერი რომ თენდება, დაალაგე მონეტები ფანჯრის რაფაზე...“ - თამუნა იოსელიანი ფულის მოსაზიდ რიტუალს გვიმხელს

„ეს არის ინტუიციის, სიბრძნის და გონებრივი შესაძლებლობების წელი...“ - 2026 წლის ეზოტერიკული პროგნოზი მაის-ივნისში დაბადებულებისთვის

„გამაოცა ყვარელში კონცერტზე მოსულმა საზოგადოებამ...“ - რას წერს მაია ბარათაშვილი