Digest Logo

🎥 „არავითარი პარტნიორული კონფლიქტები“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1783327413
მიხეილ ცაგარელი

„იუპიტერი გამარჯვების პლანეტა გადავიდა ლომში. ერთი წლით. დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, გაითვალისწინეთ, რომ ავარიები იმატებს და სიკვდილიანობამ მოიმატა. 15-მდე იყავით ფრთხილად. პრობლემების ალბათობა ძალიან დიდია. ემოციური კონტროლი აუცილებელია“, - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედი დილა“ ისაუბრა:

„გვაქვს ოთხი გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი. თუ დისკომფორტს გრძნობთ, მაქსიმალურად ნელა მიჰყევით.

ხვალ, 7 ივლისს ნეპტუნი 16 ოქტომბრამდე იქნება უკუმავალი.  ეს პლანეტა არის შემოქმედებითი ნიჭის მმართველი. ადამიანებს მოემატებათ ფიქრი წარსულზე. რატო დავშორდით და რატო ვერ გავაკეთეთ. ზღვარგადასული ფანტაზია იმატებს. ვარდისფერი სათვალე მოიხსენით. ასევე მოიმატებს თანაგრძნობის განცდა.

ხუთშაბათს პლანეტა ვენერა გადადის ქალწულის ზოდიაქოში. სიყვარული ხდება სხვანაირი, შემოდის ორგანიზებულობა და დისციპლინა. მოთხოვნები და პასუხისმგებლობის გრძნობა იმატებს. ცოტა ცივი ხდება სიყვარული.

პარასკევს ჩემი თხოვნაა, რომ კისრის მკვეთრ მოძრაობებს მოერიდოთ.

შაბათ-კვირას ეცადეთ სუფთა ჰაერზე იყოს“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:

♈ ვერძი

საყოფაცხოვრებო პრობლემები იჩენს თავს. რაც საჭიროა გააკეთეთ მშვიდად. შეინარჩუნეთ სიმშვიდე ოჯახის წევრებთან ეს არის მთავარი ამოცანა. ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, მარტივად იღლებით. გამოაძინეთ თავები. 

♉ კურო

ენერგოტონუსი  მაღალია. უკეთესად გრძნობს თავს. შეუპოვრობა მატულობს. არავითარი ხელშეკრულება, მოგზაურობა, მგზავრობა-მოგზაურობა. არავითარი პარტნიორული კონფლიქტები.

♊ ტყუპები

იღლებიტ, ემოციური ფონი არასტაბილურია. მოდის ახალი სურვილები და იდეები. ამიტომ ბევრი რუტინული საქმე გექნებათ გასაკეთებელი.

♋ კირჩხიბი

ენერგიული, ქარიზმატული, მიმზიდველი ხართ. ქორწინება საუკეთესოა ამ პერიოდში. იაქტიურეთ. ირგვლივ ხალხი ნერვიულია, ამიტომ პროვოკაცია მშვიდად გაატარეთ. 

♌ ლომი

რთულ პერიოდს გადიხართ. იმატებს ქედმაღლობის და ამპარტავნობის ალბათობა. ზედმეტად დიდი წარმოდგენა გექნებათ საკუთარ თავზე, ეს პრობლემას გიქმნით. ფარული მტრები და ჭორები აქტიურდება.

ქალწული

ჯანმერთელობა კარგია და შრომისუნარიანობა მაღალი. თუმცა ყურადღება მიაქციეთ გულსისხლძარღვოვან სისტემას. ფინანსურად წარმატებული პერიოდი გელით, ასევე სიყვარულშიც.

♎ სასწორი

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ემოციები არასტაბილური. ადვილად ღიზიანდებით და მოთხოვნები მატულობს. კარგი იქნება თუ თან საქმეს გაიკეთებთ და თან დაისვენებთ.

♏ მორიელი

ჯანი ემატებათ. ყველაზე წარმატებული პერიოდი გაქვთ. ინტუიცია მდიდარია, შარმიანი, მიმზიდველი და ქარიზმატული ხართ. წვრილმანებს ნუ ჩაეძიებით.

♐ მშვილდოსანი

ენერგოტონუსი დაბალია. ემოციური ფონი არამდგრადი. მეტი დასვენება და გამოძინება გჭირდებათ. ურთიერთგაგება მცირდება.

♑ თხის რქა

ფინანსური დანაკარგის ტენდენცია მაღალია. ენერგოტონუსი მატულობს. წარმატების შანსები გაქვთ. მოერიდეთ ფინანსურ ხარჯებს.

♒ მერწყული

ენერგოტონუსი დაბალია. გამოიძინეთ. შეიძლება იპოვოთ ადამიანი, რომელიც შეცვლის თქვენ სულიერ მდგომარეობას. ხარჯებს მოერიდეთ. კონფლიქტში არ შეხვიდეთ პარტნიორებთან.

♓ თევზები

ენერგოტონუსი მაღალია და ჯანმრთელობა მდგრადი. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ შვილებს. გამოჩნდებიან ძველი სასიყვარულო პარტნიორები. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ვერ გაგიჩნდება თანაგრძნობა, შენ თუ დაამარცხე რაღაც უბედურება და სხვაში ხედავ“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „არაფერი ისე არ ანრისხებს ღმერთს, როგორც უაზროდ წარმოთქმული ლოცვის სიტყვები“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ თორნიკე შენგელია: მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში...ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს