Digest Logo

🎥 როგორ უნდა გავაცილოთ 2023 წელი? - ანზორ ოდიშარიას რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

1699946915
ანზორ ოდიშარია

ასტროლოგი ანზორ ოდიშარია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი იყო.

ასტროლოგმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა გააცილონ ძველი წელი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანმა და რა უნდა გაითვალისწინონ მომავალი წლისთვის.

ვერძი -  მთელი წელი კარმული და საბედისწერო იყო, გამოწვევა იყო შეეკავებინა თავისი ენერგია და არ აჰყოლოდა ცდუნებებს, ბევრი აგრესიული პერიოდი იყო ამ წელს. უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ გაქვთ რაიმე დაუმთავრებელი საქმე, ან აღადგინოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც გული ატკინეთ.

მშვილდოსანი - ბევრი მშვილდოსნისთვის ეს წელი აღმოჩნდა ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი. უნდა დაფიქრდნენ, ხომ არ უჭირთ ემოციების და ფიქრების გამოხატვა? მათ მოუწევთ თავიანთ შიშებზე და კომპლექსებზე მუშაობა, რათა შემდეგი წელი იყოს კარიერულად წარმატებული.

ლომი - ლომისთვის ეს წელი ბევრი სტრესი და გულისტკივილის იყო, მათ სჭირდებათ მოიშუშონ ეს იარები და დაუბრუნდნენ იმ ძველ ძალებს და სასიყვარულო ენერგიებს, რომელიც ჰქონდათ. გაიხსენონ რა იყო ამ წელს გულის სატკენი და ხომ არ ჯობია ძველ წელს გაატანონ. შემდეგი წელი იქნება პოზიტივის მომტანი. ძველი წყენების დატოვება არ შეიძლება.

სასწორი - სასწორებისთვის ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წელი იყო, თუ პარტნიორული ურთიერთობები პიროვნულად და სულიერად არ განავითარეს, არაფერი გამოვა. განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობა უნდა მოაწესრიგონ.

ტყუპები - ბევრი ფინანსური ბენეფიტი იქნება, უნდა ისწავლონ წლის ბოლომდე მადლიერება, ხომ არ დაავიწყდა  მადლობის გადახდა, სხვებისთვის საჩუქრის ჩუქება ან გახარება, ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად უნდა გაისტუმრონ, რომ წარმატებული იყოს შემდეგი წელი.

მერწყული -  ახლა ცოტათი იმედგაცრუებულები არიან, პირველ რიგში დაფიქრდნენ ახლა რისი დროა და რა არის საჭირო, ხომ არ გასცდნენ აწმყოს და მომავალში ხომ არ ცხოვრობენ. გადამეტებული ეგოიზმი ამ წელში დატოვონ. წლის ბოლომდე მიუბრუნდნენ დაუსრულებელ საქმეებს.

კურო - კუროსთვის იდეალური წელი იყო, ფინანსები დიდ როლს ასრულებს მშობლებთან და სასიყვარულო ურთიერთობებში. სასურველია მოაწესრიგონ ურთიერთობები.

ქალწული - ბევრი სიცრუის, ტყუილის და არასწორი ემოციის ატანა მოუწიათ, ახლა უნდა გადახედონ ღირდა თუ არა ეს კომფორტისთვის, მოუწევთ სიცრუესთან დამშვიდობება.

თხის რქა - კარგი წელი იყო იმისათვის, რომ შეეფასებინათ ფინანსური მდგომარეობა, კარიერა, სად გაჩერდნენ რამდენიმე წლის წინ და დრო ხომ არ მოვიდა რომ თავიდან მიუბრუნდნენ იმას, რისი გაკეთებაც აქამდე სურდათ.

კირჩხიბი - მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს წელი, თუ შეძელით იმის გაკეთება რაც აქამდე გინდოდათ, დაფიქრდით რამე შეცდომები ხომ არ არის. 

თევზები -  უენერგიობით იყო გამორჩეული ეს წელი, ვურჩევთ ენერგეტიკულ ძლიერ წმენდას, სპორტი ვარჯიში და ტოქსიკური ენერგიებისგან დაცლს

მორიელი - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ არის გზაგასაყარზე, რას გააკეთებს მომავალში, იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, რაც მოხდა ერთი წლის მანძილზე, მოითხოვეთ ის რაც გეკუთვნით, როგორც ურთიერთობიდან, ასევე სხვა სფეროდან.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თუ არ გინდა, საჯაროდ რაღას პოსტავ?დაეტიე შენს ვიწრო კლასტერში...“ - ვის მიმართავს ნათია ფანჯიკიძე

🔵🎥 „არასოდეს არ აგდებს ხარისხს ქვემოთ და ის ნიშა, რაც მას უჭირავს უპირობოდ უკონკურენტოა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ლელა წურწუმიაზე