
ფსიქოლოგი, ფსიქო ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში იუმორნარევ სტატუს აქვეყნებს და კონკრეტულ ადამიანს მიმართავს, ვის ვინაობასაც არ ასაჯაროებს.
„ადამიანების ნაწილი, პრემიას, ან რამე აღიარებას, ჯილდოს რომ მიიღებს, ხაზგასმით რომ აღნიშნავს, რომ „კი არაფრად თვლის, მაგრამ..“ მისცეს და რა ქნას.. იძულებულია გაიღიმოს, რადგან კარგადაა აღზრდილი.
ან რომ ამბობენ, ლაიქები რად მინდაო, ვისაც ლაიქები უხარია, თავქანქარააო.
თუ არ გინდა, საჯაროდ რაღას პოსტავ? დაეტიე შენს ვიწრო კლასტერში.
ხალხთან ნებისმიერი ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა გახარებს, მოგწონს და შენც ფიქრობ მათზე. ხოდა ნაწყენივით რას იღებ ამ ლაიქებს, თითქოს თავს მოგახვიეს.
ხოოოდა, გამოვედი დღეს დილის სეირნობაზე ფბ-შარაზე და დავინახე ლაიქთმოძულე იუზერი.
თქვენო უდიდებულესობავ, ვიცი არაფერია თქვენთვის ლაიქი და ცხოვრების სხვა ამაოებანი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, არ გხოტბოთ, მე ვუთხარი, განა ჩემი ბრალია, ასე კარგი რომ ხართ.
მივარჭე ლაიქი შიგ კაკალ გულში!
ერთგვარად გავაუსიამე.
ისეთი დიდი იმედი ჰქონდა, არავინ დამილაიქებსო, რომ ონლი მიზე ჰქონდა პოსტი გადაყვანილი, მაგრამ ჰეჰეეეე, მაინც მოუჩანდა. იიშ, მე ვუთხარი, აბა მე აქ რისთვის ვარ, თუ არ ლაიქგყავი-მეთქი დილას და საღამოს.
ჩავაშხამე დილა“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „დედა რომელია? ულამაზესები ხართ“ - ცნობილი დედა-შვილის უახლესი ფოტოსესია