„ყოფნა არყოფნის“ საკითხი გიდგათ, თუ სრულიად ბანალურ, საყოფაცხოვრებო კითხვაზე გსურთ პასუხი სამყაროს ზეციური ძალებისგან? - ეს შესაძლებელია, ოღონდ უნდა იცოდეთ: კითხვა როგორ დასვათ, რომ „ზემოდან“ პასუხი მიიღოთ. რა დროს და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ უმაღლესი ძალების მოწონება დაიმსახუროთ და თქვენს დასმულ კითხვებზეც პასუხი მინიშნებებით ამოიცნოთ, სწორედ ამ თემაზე ეზოტერიკოსი „თბილისელებს“ ესაუბრა:
- ზოგჯერ, კი არადა, უფრო ხშირად, გვჭირდება დადასტურება იმისა, რომ სწორად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, სწორ გზას ვადგავართ და გამოწვევებსაც სათანადოდ ვუმკლავდებით. სხვისგან მხარდაჭერის მიღება მარტივია - უბრალოდ, ჰკითხეთ: „მართალი ვარ? ყველაფერს სწორად ვაკეთებ?“ საპასუხოდ, მიიღებთ წამახალისებელ, შექების სიტყვებს. ეს კი შეგმატებთ თავდაჯერებას და წინსვლის სურვილს. მაგრამ, როგორ მოიქცევით, თუ დასტური ადამიანებისგან კი არა, თვით უმაღლესი ძალებისგან გინდათ, მიიღოთ?
- როგორ?
- ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში: როცა თავს დათრგუნულად გრძნობთ და მხარდაჭერა გჭირდებათ, ან - ყველაფერი კარგად მიდის და გსურთ, მადლიერება გამოხატოთ. ეს მარტივია: იპოვეთ სახლში ადგილი, სადაც თავს მშვიდად და წყნარად იგრძნობთ. დღის მონაკვეთს მნიშვნელობა არა აქვს; აანთეთ სანთლები, დაწვით საკმეველი და ჩართეთ დამამშვიდებელი მუსიკა - ეს განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ, თუმცა მის გარეშეც შესაძლებელია, მთავარია, მოდუნდეთ და გარე სამყაროს გამოეთიშოთ; მოეწყვეთ კომფორტულად - დაჯექით ან დაწექით, მაგრამ არ მოიხაროთ. მთელი სხეული ერთიანი უნდა იყოს. თუ ზიხართ, ზურგი სწორად დაიჭირეთ და ხელები მუხლებზე დაიწყვეთ, ხელისგულებით ზემოთ. ანდა დაწექით ზურგზე, ხელები კი, ხელისგულებით ზემოთ, გვერდების გასწვრივ დაიჭირეთ; დახუჭეთ თვალები და მთლიანად სუნთქვაზე კონცენტრირდით. საკუთარი თავი კი დაინახეთ შიგნიდან; დაივიწყეთ წარსულიც და მომავალიც, ყველანაირი ფიქრი - მოგვიანებით. ახლა მხოლოდ ხართ თქვენ და თქვენი სუნთქვა და მოდუნებული სხეული; წარმოიდგინეთ ენერგია, რომლის მიღებაც გსურთ. ეს შეიძლება იყოს შედედებული, ფერადოვანი სიბლანტე, სინათლე ან გამოსახულება - არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, წარმოიდგინოთ ის, ვისაც თუ რასაც მიმართავთ. იგრძენით, როგორ აღწევს ეს გამოსახულება თქვენში და ავსებს მთელი სხეულის შინაგან სივრცეს; დაიწყეთ მადლიერებით. მადლიერი უნდა იყოთ ყველაფრისთვის, რაც არსებობს: წინამძღოლობისა და იმისთვის, რომ არ მიგატოვეს, თქვენი ყველა თხოვნის შესრულებისთვის, სიყვარულის, ბედნიერებისა და სითბოსთვის, რომელიც გარს გახვევიათ; წარმოთქვით (ხმამაღლა ან ჩუმად) თქვენი კითხვა ან თხოვნა. შეგიძლიათ, პირდაპირ, მოკლედ მიმართოთ, ან ისაუბროთ თქვენი პრობლემის შესახებ, გაუზიაროთ მას თქვენი გრძნობები და შფოთვები. ეს უფრო მონოლოგია, რათა სწორად ჩამოაყალიბოთ თქვენი მიმართვა; მიჰყევით შინაგანი ნაკადის ტალღებს, ენდეთ საკუთარ გრძნობებს და მოუსმინეთ საკუთარ თავს. აღნიშნეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ და ყოველი „სურათი“, რაც თვალწინ გადაგეშლებათ; რაღაც მომენტში იგრძნობთ, რომ „სულ ესაა“. მადლობა გადაიხადეთ და რეალობას დაუბრუნდით.
- და რა ხდება შემდეგ?
- გამორთეთ ლოგიკა და შემდეგ ის ხდება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მკაფიო ინსტრუქციები მიიღოთ. ეს უფრო გრძნობებსა და ემოციებზე აისახება. ამიტომ, შეეცადეთ, მათ ინტერპრეტაციას. ამ დროს მუშაობს არა თავი, არამედ - სული. ეს საკმაოდ რთულია მატერიალურ სამყაროში მცხოვრებისთვის. მაგრამ, რაც უფრო ხშირად ივარჯიშებთ, მით მეტად „გაიგებთ“ და ჩასწვდებით ამ „პასუხების“ არსს.
- როგორ უნდა გავიგოთ, რომ უმაღლეს ძალებთან კონტაქტი დამყარდა, გვეხმარებიან და გვიცავენ, ჩვენს კითხვებს პასუხობენ?
- ეს არის სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სრული დაცულობის უეცარი შეგრძნება; სასიამოვნო ჩხვლეტა და სითბო ხელისგულებსა და ლოყებზე, ასევე მსუბუქი ჟრჟოლა ზურგზე, კეფიდან მთელ ხერხემალს რომ გადაურბენს; სრული თავდაჯერებულობა ქმედებებში და მკაფიო აღქმა იმისა, რომ მართალი ხართ; უეცარი სიხარული და უსაზღვრო ბედნიერების განცდა; შთამაგონებელი აზრების მოულოდნელი აფეთქება; მკაფიო სიზმრები, რომლებშიც პასუხებსა და მინიშნებებს პოულობთ; მოულოდნელი შეხვედრები, ზარები, შეტყობინებები და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებიც კი (მაგალითად, შემთხვევით ჩართავთ რადიოს და გესმით თქვენს კითხვაზე პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი სრულიად სხვა რამეზე საუბრობდა); მოულოდნელად გამოჩენილი საგნები, უცნაური აღმოჩენები, სიგნალები და სიმბოლოები.
- ესე იგი, პრაქტიკაში უნდა გამოვცადოთ თავი?
- პრაქტიკა და სავარჯიშოები დაგეხმარებათ, მიიღოთ პასუხები თქვენს კითხვებზე. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ორი რამ: მადლიერება და საღი აზრი. ყოველი თხოვნის წინ და რიტუალის შემდეგაც, არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა. კითხვების დასმისას კი გახსოვდეთ, რომ მხოლოდ იმას გაიგებთ, რისთვისაც მზად ხართ. ისეთი კითხვები, როგორიცაა: „ვუყვარვარ თუ არა მას?“ და „როგორ ვიშოვო მილიონი?“, იმათ რიცხვს არ მიეკუთვნება, იქ, „ზემოთ“ რომ უნდა დაუსვათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელია ცილით მდიდარი თევზი? - ჩამონათვალი
⭕ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილის ბოლოს ფინანსური სიურპრიზი ელის
წყარო: tbiliselebi.ge