„როგორი აგვისტო გველოდება?
როგორი და რთული და ამის შესახებ წინასწარ მინდა გითხრათ, რომ გაფრთხილდეთ. სანამ პროგნოზების წერას დავიწყებ, ჯერ ამ ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი „ანა მზიანი“ წერს და რჩევებს გვიზიარებს.
მისი თქმით, იქნება სართულები, დაძაბულობა, აგრესიულობა, გაწევ-გამოწევა.
„რატომ იქნება რთული და აგვისტოში გველოდება დაბნელებების დერეფანი (12 აგვისტოს ლომში ახალმთვარეობაზე მზის, ხოლო 28 აგვისტოს თევზებში - მთვარის დაბნელება).
კარგი ისაა, რომ წელს მეტი დაბნელებები აღარ გვექნება. ცოტა მოგვიანებით კიდევ და ვრცლად დავწერ დაბნელებებზე. ახლა კი გეტყვით, რომ შეიძლება იყოს ემოციურობა, დაბნელებების პერიოდში (პლუს/მინუს 3-4 დღე მაინც) არ დაგეგმოთ ოპერაციები, არ დაქორწინდეთ, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ, დააკვირდით მოვლენებს.
თვის დასაწყისში ყველანი ვიგრძნობთ ლომში მყოფ მზისა და მერწყულში მყოფ პლუტონის ოპოზიციას (ზუსტი ასპექტი იქნება 27 ივლისს, მაგრამ ხუთ აგვისტომდე ექნება გავლენა). იქნება სოციალური და ფსიქოლოგიური წნეხი. უსიამოვნებები უფროსებთან, ხელისუფლებასთან, თვითრეალიზებასთან. არ გადაიღალოთ და არ იყოთ მზის გულზე. აკონტროლეთ წნევა, მიუფრთხილდით გულს და ხერხემალს.
ივლისის ბოლოს ვენერა მარსს დაეჯახება და ასპექტი დიდხანს შეიგრძნობა. იქნება ეჭვიანობა, წყენა, გაჯიბრების სურვილი, კამათი და პროვოკაციებიც. შეიძლება მსუბუქი ეჭვიანობა ვნებაში გადაიზარდოს, მაგრამ მუშტი-კრივზე ნუ გადახვალთ და ნურც ფულს დახარჯავთ გაუაზრებლად.
აგვისტოს დასაწყისში ვენერა ოპოზიციაში იქნება ნეპტუნთან, რაც თითქმის თვის ბოლომდე შეიგრძნობა. ნუ გადავარდებით ილუზიებში სიყვარულის გამო, შეიძლება იყოს იმედგაცრუება საყვარელ ადამიანში. ვიღაცამ განზრახაც კი შეიძლება მოგატყუოთ.
აგრეთვე, მთელი აგვისტოს განმავლობაში იქნება ვენერა სატურნის დაპირისპირებაც. შეიძლება გაცივდეს გრძნობები, ზოგიერთი დაფიქრდება თავის პირად ცხოვრებაზე, მარტოობაზე, თუ ურთიერთობა განწირულია, ზოგიერთი კავშირი დასრულდება.
შუა აგვისტოში (17-შია ზუსტი ასპექტი, მაგრამ შესამჩნევი იქნება 5-დან 29 აგვისტოს ჩათვლით) მარსი ნეპტუნს წაეჩხუბება. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, იქნება მოტყუება და თვითმოტყუება. მოიმატებს კრიმინალი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეიძლება იყოს მოწამვლები, მავნე ჩვევებისადმი გამძაფრებული ლტოლვა, შეცდომები მკურნალობაში. გეგმიურ ოპერაციებს ამ პერიოდისთვის ნუ დაგეგმავთ.
აგვისტოს ბოლოსკენ ჩაირთვება მარსი სატურნის დაძაბულობა (საინტერესო ისაა, რომ ამ დროს მარსი კირჩხიბში იქნება და სატურნი მარსის მმართველობის ნიშანში - ვერძშია). იქნება სართულები, დაძაბულობა, აგრესიულობა, გაწევ-გამოწევა. შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები. მიუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას.
აგვისტოში ბოლოსკენ (ზუსტი ასპექტი იქნება 28-ში, მაგრამ პლუს/მინუს იქნება გავლენა), ურანი მზეს დაეჯახება და იქნება საფრთხე გაუფრთხილებლობის, სიგიჟის გამო. მოიმატებს იმპულსურობა, მოულოდნელი ცვლილებები იქნება სოციალურ ცხოვრებაში, კარიერაში. აქაც გირჩევთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, არ გადაღლას, ჩრდილში დარჩენას (ეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც).
ნეპტუნი და სატურნი ჯერ კიდევ რეტროგრადულები არიან. ამიტომ ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და პასუხისმგებლობა და შრომისუნარიანობა გამოავლინეთ. ამასთან, არ დაარღვიოთ წესები და ნუ გაგიკვირდებათ, თუ პერიოდულად შემოგიტევთ მოწყენილობა, დეპრესიულობა და განმარტოების სურვილი.
კიდევ კარგი, რომ 24 ივლისიდან მერკური რეტროგრდაული სვლიდან გამოვა, მაგრამ 6 აგვისტოს პლუტონთან დაიწყებს ოპოზიციას, რაც შუა აგვისტომდე გასტანს და ამ პერიოდში იქნება გონებრივი დატვირთვა და გადაღლა. შეიძლება შეგაწუხოთ თავის ტკივილმა (ნუ გაჩერდებით მზის გულზე), მოგიწევთ ჩაერთოთ საქმეში, რომელიც რთულია, მაგრამ აუცილებელი. შეიძლება გართულდეს კომუნკაცია, მწყობრიდან გამოვიდეს გაჯეტები, ტექნიკა. აგვისტოს ბოლოს მერკური ურანთან ქმნის დაძაბულობას და იქნება გაღიზიანებულობა, ნერვიულობა უძილობა, მცირე ტრავმულობა.
კარგ ასპექტებს მაინც ვერ ვამჩნევთ და თვის დაძაბულ მომენტებზე კი ხართ ინფორმირებულნი. აბა, ბედნიერი და მშვიდი აგვისტო გვქონდეს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.