Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ივნისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1781075319
ზაფხულის ამინდი

10 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს ცა „მკაცრი მასწავლებლის“ რეჟიმს რთავს“ - თაკო მელიქიშვილი 10 ივნისის ასტროლოგიურ ენერგიებზე

🎥 „მამას გოგოები“ - ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს

⭕„მოერიდეთ წუწუნს და ნეგატიურ განწყობას“ - 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი