Digest Logo

როგორი ასტროლოგიური კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - „კარმული ვალების გასტუმრების და შეცდომების გამოსწორების დროა“

1698659916
მიხეილ ცაგარელი

28 ოქტომბრიდან - 14 ნოემბრის ჩათვლით, დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში, რაც ძალიან მძიმე პერიოდზე მიანიშნებს. ეს არის წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი.

აღნიშნული მოვლენა შეეხება ზოდიაქოს ყველა ნიშანს.

სწორედ ამიტომ, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განმარტა, თუ როგორი ასტროლოგიური კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს👇

♈ ვერძი -  ენერგოტონუსის შემცირება იწყება! იღლებით მარტივად, ფსიქოემოციური ფონი იმატებს. ამ პერიოდში არანაირი კონფლიქტი, რადგან ფინანსურმა პრობლემებმა შესაძლოა იჩინონ თავი. შეიძლება ძველი ვალების გასტუმრება მოგიწიოთ, ჯარიმების გადახდა, მოერიდეთ ფინანსურ ხარჯს. გამოიძინეთ უფრო მეტად და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

♉ კურო - ენერგოტონუსს არ უჩივით. ჯანმრთელობა მდგრადია, ხართ ორგანიზებული, მაგრამ წყალქვეშა დინებები გამცნობთ, რომ შესაძლოა პარტნიორულ  ურთიერთობებში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ხდებით ზედმეტად ჯიუტი, პირდაპირი, ამიტომ ეს შეიძლება დასრულდეს ინტერესთა დაჯახებით და ზოგიერთ შემთხვევაში დაშორებით. 

♊ ტყუპები - კარმული ვალების გასტუმრების და შეცდომების გამოსწორების დროა.  გინდათ 10 საქმე ერთად გააკეთოთ, ხართ ძალიან არეული, ამიტომ თქვენი მოქმედებები არის სულსწრაფი და არამდგრადი. ენას კბილს ვერ აჭერთ, ვერ იცავთ საიდუმლოს, რამაც სერიოზული პრობლემები შეიძლება მოგიტანოთ. გირჩევთ მშვიდ ცხოვრების რიტმზე გადაერთოთ.  ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ჯანმრთელობაც არამდგრადი.

♋ კირჩხიბი  - ერთის მხრივ არაფერს უჩივით, ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ. აქტიური ხართ, მაგრამ წყალქვეშა დინებებს ვერ გაექცევით. ჭორები, ფარული მტრები, ბრძოლები თქვენს უკან გაძლიერდება. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

♌ ლომი - თქვენთვის ცოტა არეული სიტუაციაა. ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა არამდგრადია. შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინონ თავი. შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები ნათესავებთან, მემკვიდრეობით საკითხებზე. იმატებს ფულის უყაირათო გამოყენების ალბათობა, რაც დამატებით ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით. მოერიდეთ მოგზაურობასა და მგზავრობას.

♍ ქალწული - ენერგეტიკული, ძლიერი და მომთმენი ხართ. ბევრი რამ გამოგდით, არაერთი იდეის რეალიზაცია, მაგრამ თქვენც გაქვთ გარკვეული პრობლემები, მაგალითად „ფეიკები“, არასწორი ინფორმაციის ალბათობა, ამიტომ შეიძლება ადვილად მოტყუვდეთ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რამდენად რეალურია. ეცადეთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან. 

♎ სასწორი - ენერგეტიკულად სუსტდებით, ენერგოტონუსი დაბალია, იღლებით ადვილად, ამიტომ გადაერთეთ მშვიდ ცხოვრების რიტმზე. მოერიდეთ ყველა სახის ფინანსურ ოპერაციებს. პარტნიორთა მხრიდან დაძაბულობის ტენდენცია მოიმატებს, ამიტომ ეცადეთ არ გაართულოთ ურთიერთობები და არ შეხვიდეთ ზედმეტ კამათში. 

♏ მორიელი -  ყველაზე აქტიური, უშიშარი და მებრძოლი. არნახული ენერგია გაქვთ, რაც შეგიქმნით პრობლემას. ხდებით დიქტატორული და ეგოისტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს პარტნიორული კონფლიქტები, ადვილად კამათობთ. ამიტომ, გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი იმისგან, რომ სხვა დათრგუნოთ. 

♐ მშვილდოსანი - გაქვთ ყველაზე მძიმე პერიოდი წლის განმავლობაში. ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი გაქვთ, ჯანმრთელობაც ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოდის. ფსიქოემოციურად გაღიზიანებული ხართ, ტრავმულ-ავარიული შემთხვევების ტენდენცია გაქვთ. ვალებს და ვალდებულებებს ყველა ახლა გაგახსენებთ. ნუ შეასრულებთ მნიშვნელოვან საქმეებს.

♑ თხის რქა - გაღიზიანებული და დეპრესიული ხართ. არავის არაფერს არ უთმობთ, გიჭირთ ნეიტრალიტეტის პოვნა. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. გამოიჩინეთ დიპლომატია. მოერიდეთ მგზავრობას და მოგზაურობას. 

♒ მერწყული - გაქვთ შესუსტებული ენერგოტონუსი. გჭირდებათ მეტი ძილი. თქვენი მთავარი პრობლემა ოჯახი და სამსახური იქნება. რაც უფრო მეტად შეძლებთ კომპრომისების მიღწევას, მით უფრო მშვიდად გაივლით პერიოდს.

♓ თევზები - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, თუმცა ხდებით არალოიალური, მოუთმენელი და გინდებათ ყველას დაუმტკიცოთ თქვენი მართებულობა, შედიხართ კამათში ადვილად, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გვაქვს შავი მაგიის, ჯადოქრობის ღამე. მივმართავ ახალგაზრდებს, თავი შეიკავეთ ჰელოუინის რიტუალებისგან“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 „მოვხვდი ავარიაში, რომელიც ძალიან მძიმე იყო. მივხვდი, რომ არაფერი მიხარია. ცხოვრებაში მჭირდებოდა ცვლილება“ - თემო მჟავია დიდი ხნის შემდეგ კვლავ გამოჩნდა

🎥 „თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ რომ ღმერთს“ - რას ამბობდა თენგიზ არჩვაძე გარდაცვალებამდე