Digest Logo

დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან დაიცავთ

1740978578
ლოცვა და სანთელი

საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა.

3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. ეს იყო მცდელობა, რომ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საბჭოთა საქართველოში საყოველთაოდ აღიარებული ქალთა დღე - 8 მარტი ჩანაცვლებულიყო, რომელიც დაცლილი იყო ფემინისტური თუ ქალთა უფლებების დაცვის შინაარსისგან.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა, იგი დამკვიდრდა საზოგადოებაში როგორც დღესასწაული, თუმცა არ ჩაანაცვლა რვა მარტი. გაზაფხულის პირველ კვირას, ორი თარიღი აღინიშნება და ორივე უქმეა.

გთავაზობთ, დედის ლოცვა შვილებისთვის, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან დაიცავთ;

ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!

უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.

განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:

 

"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მეუღლისთვის გადანერგილი თირკმელი - იშვიათი თავსებადობა და წარმატებული ოპერაციის ისტორია

🎥 შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს

„ძალიან გიხდება ეს ფერი, ქალღმერთი ხარ“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალ ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა