2027 წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც ცხოვრებისეული გამოცდებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2027 წელი წითელი ცეცხლოვანი თხის ნიშნის ქვეშ ჩაივლის.
ცეცხლოვანი ცხენის ემოციური და დინამიკური წლის შემდეგ დადგება დრო, როდესაც მნიშვნელოვანია ტემპის შენელება, საკუთარ თავზე დაფიქრება და სურვილებში გარკვევა.
როგორი იქნება 2027 წელი ცხენის, თხის, მაიმუნის, მამლის, ძაღლის და ტახის წელში დაბადებულებისთვის - ამაზე ფენშუის სპეციალისტი სოციალურ ქსელში წერს:
🐎 ცხენი
2026 წლის ქარიშხლიანი მოვლენების შემდეგ, შესაძლოა, სტაბილურობისკენ ისწრაფოდეთ, თუმცა 2027 წელს თქვენთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. მთავარი გამოწვევები ოჯახურ უთანხმოებებსა და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების გამოსწორების აუცილებლობას უკავშირდება. თუმცა, დახმარება სრულიად მოულოდნელი წყაროდან მოვა.
🐐 თხა
2027 წელი თქვენი წელია, თუმცა ის სულაც არ იქნება მარტივი. გელით პროფესიული ცვლილებები, რთული არჩევანი და შესაძლო გაციება პარტნიორთან ურთიერთობაში. შემოდგომისთვის ბედი ახალი ცხოვრების დაწყების შანსს მოგცემთ, შესაბამისად რაღაცები წარსულში დატოვებთ.
🐒 მაიმუნი
2027 წელს თქვენი გამჭრიახობა ხშირად დაგეხმარებათ რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევაში, თუმცა ზოგიერთ პრობლემას, თავადვე იქმნით. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ზამთარში - ფინანსებთან, დანაპირებთან და სწრაფი გამომუშავების შემოთავაზებებთან დაკავშირებით.
🐓 მამალი
ეს წელი გამოცდის თქვენს მოთმინებასა და გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის უნარს. გაზაფხულზე შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები სამსახურში, კონფლიქტები, გაუთვალისწინებელი ხარჯები, გეგმების შეცვლა. ხოლო, წლის ყველაზე დიდი მოულოდნელობა დაკავშირებული იქნება ადამიანთან წარსულთან.
🐕 ძაღლი
2027 წელს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ოჯახურმა საზრუნავმა, ფინანსურმა ვალდებულებებმა და სხვების პრობლემებმა შესაძლოა დიდი ენერგია წაგართვათ. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ და გამოაჩენს, სინამდვილეში ვინ არის თქვენს მხარეს.
🐷 ტახი
2027 შეიძლება თქვენთვის დიდი იმედების წელი გახდეს, თუმცა ყველა დაპირება რეალისტური არ აღმოჩნდება. მთავარი გამოწვევები უკავშირდება ფინანსებს, ნდობასა და იმ ადამიანების დახმარების სურვილს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. ხოლო მოულოდნელი შემობრუნება პირად ცხოვრებაში გელით.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მეუღლის გრანდიოზული საჩუქარი ლიზი დარასელიას - რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი