როგორი იქნება დეკემბერი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ, რომ წლის ბოლო ზედმეტი დანაკარგისა და დანახარჯის გარეშე გავლონ? - ამის შესახებ „თბილისელებთან“ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
დეკემბერი ვერძისთვის საკმაოდ დინამიკური პერიოდია. თვის შუა რიცხვებში დაძაბულობა იმატებს ურთიერთობებში. მესამე დეკადაში კი ეს დაძაბულობა იკლებს, ადვილად შეძლებს დადებითი შედეგის მიღწევას და გადავა ცხოვრების ახალ ფაზაში.
დასუსტებული პოტენციალისა და დისჰარმონიული ასპექტების გამო კუროებისთვის დეკემბერი არახელსაყრელი დროა. მოუწევს მოაგვაროს ფინანსური პრობლემები, თვის ბოლოს კი, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით, სიტუაცია დასტაბილურდება.
ტყუპებისთვის დეკემბერი საკმაოდ დინამიკური თვეა, თუმცა, რთული პერიოდი. შესაძლოა, გაჩნდეს ბევრი წინააღმდეგობა და პრობლემა, განსაკუთრებით 8-დან 16 დეკემბრის ჩათვლით. ამიტომ, უნდა იყვნენ ფრთხილი და წინდახედული.
დეკემბერში კირჩხიბები გაზრდილ სიცოცხლისუნარიანობას იგრძნობენ. სიფრთხილეა საჭირო თვის მეორე დეკადაში, რადგან შესაძლოა, მათი სიტყვები არასწორად გაიგონ. თუმცა, ხელსაყრელი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და ფინანსური კონფლიქტის მოსაგვარებლად. თვის ბოლოს, დაძაბულობა ჩაცხრება.
ლომი დეკემბრის თვეში სასიცოცხლო ენერგიის ნაკლებობას შეიგრძნობს. ექნება ბევრი საქმე. თვის ბოლოს პარტნიორებისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებს და ახალ წელს მეტად ჰარმონიულად შეხვდება.
დეკემბრის თვე ქალწულებისთვის დისჰარმონიულია. წარმატებით შეასრულებენ დაკისრებულ საქმეს, თუმცა საოჯახო სფეროში დაძაბულობა იმატებს. თვის შუა დეკადაში უნდა მოერიდონ მსხვილ შენაძენებს, ხელშეკრულების გაფორმებას. თვის ბოლოს კი დასახონ მომავალი წლის გეგმები.
სასწორებისთვის დეკემბერი დინამიკური დროა, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კუთხით. წლის ბოლოს ადვილად შეძლებენ საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ერთდროულად ბევრ საქმეს გაუმკლავდებიან.
დეკემბერი მორიელებისთვის დისჰარმონიული პერიოდია. ფსიქიკური დისკომფორტი ხშირად შეახსენებთ თავს. უნდა მოერიდონ იმპულსურობას, რათა ფინანსური ზარალი არ განიცადონ. გაუფრთხილდნენ რეპუტაციას. თვის ბოლოს შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარება.
დეკემბერი მშვილდოსნებისთვის ახალი წლიური ციკლის დასაწყისია. იგრძნობენ ძალის მომატებას, ადვილად მოაგვარებენ საქმეებს. თვის ბოლოს უნდა იმოქმედონ ფრთხილად, რათა 2026 წელს წარმატებით შეხვდნენ.
თხის რქებისთვის დეკემბერი მოუსვენარი და რთული პერიოდია. პირველ დეკადაში წარმატებით შეძლებენ მოლაპარაკებებს, მოიპოვებენ მხარდაჭერას, მოაგვარებენ პრობლემებს. მეორე დეკადაში კი სიტუაცია ცოტა გართულდება, რა დროსაც უნდა იყვნენ თავშეკავებული. დეკემბრის ბოლოს კი, თავდაჯერებულობა იმატებს.
მერწყულის საქმეები დეკემბრის დასაწყისშივე კარგად განვითარდება. მეორე დეკადა სკანდალებით იქნება დატვირთული, რაც გავლენას მოახდენს წარმატებაზე. მესამე დეკადაში კი სიტუაცია შეიცვლება და პოზიტიურ ელფერს მიიღებს.
თევზებისთვის დეკემბერი კარიერასთან, პროფესიასთან, სოციალურ მდგომარეობასთან ასოცირებული თვეა. თუმცა, დრო დაძაბულია და მოუწევთ ბრძოლა. მესამე დეკადაში კი თავდაჯერებული იქნებიან, მოიპოვებენ მხარდაჭერას და მოვლენები პოზიტიურობისკენ შეიცვლება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ არ დაეხმარები ადამიანს, რა აზრი აქვს მის ზეპირ შეცოდებას...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე
წყარო: tbiliselebi.ge