ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ღრმა ადამიანები უსაზღვრო სიყვარულით არიან სავსე.
„გვინპლეინი - არ ვიცი რამ გამახსენა, მახსოვს შეგრძნებები განწყობა და დარდი, რომელიც ამ პერსონაჟის გაცნობისას დამეუფლა. ეს იყო უსამართლობის მძიმე შეგრძნება.
წიგნები მირჩევნია ფილმებს, ჩემი წარმოსახვის პერსონაჟები სულ სხვაგვარად გამოიყურებიან და უფრო ღრმა ადამიანები არიან.
ცხოვრებაში ღრმა ადამიანები სულ სხვა გვარად აზროვნებენ, მათ ამაღლებული ღირებულებები აქვთ.
ღრმა ადამიანებს არ სძულთ სხვა ადამიანები, არ შურთ და არ განიკითხავენ მათ.
ღრმა ადამიანები უსაზღვრო სიყვარულით არიან სავსე. ღრმა ადამიანი, როცა განათლებას იღებს, მის სულში ნათელი ისადგურებს.
მე ადამიანებს თანაგრძნობას ვუცხადებ, ვიდრე მეცოდებიან. შეგეცოდოს ის, ვისი დახმარებაც შეგიძლია.
თუ არ დაეხმარები ადამიანს, რა აზრი აქვს მის ზეპირ შეცოდებას. ჭიქა, ჭა, ჭურჭელი, ჭური, ჭუჭრუტანა, ჭიფხორია… ასო ბგერა ,,ჭ”, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: