მსახიობმა ნანუკა გულუამ ნანუკა გულუამ „ფეისბუკზე“ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მეორე შვილის, იკა კაშიას 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მას განსაკუთრებული სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე.
„ბიჭი გეყოლებათო“, რომ მითხრეს, კინაღამ გული გამისკდა… ვერ მივხვდი, როგორ უნდა გამეზარდა ისეთი კაცი, ქალები რომ ვოცნებობთ… დაიბადა და ექიმის ხმა მესმოდა: „აუ, რა კარგი კაცია, რა ვაჟკაცურად ამოხტა… აუუ… აუუუ…“ და იმ წამს დაგლოცე: იყავი კეთილი, ჩემო ბიჭო, ყველას იმედი და სუფთა ადამიანი. დანარჩენი სიკეთეები ამ თვისებებისთვის დაგებერტყება. პატიოსან, უშიშარ და მშრომელ კაცზე ლამაზი არაფერია.
გისურვებ, შენ გარშემო ყველას გაბედნიერების ჯანმრთელობა, შნო, უნარი და ქარიზმა გქონდეს! იღბლიანი იყავი, ჩემო უკვე ჩამოყალიბებულო, კეთილო, ოქროსთმიანო მზეჭაბუკო… მიყვარხარ, დე, მიყვარხარ გულის გაგლეჯამდე! იკუნა 2 წლის“,- წერს ნანუკა გულუა.
ცნობისთვის, 2021 წელს ნანუკა გულუამ იქორწინა. მისი რჩეული კახაბერ კაშია გახდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: