ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დღის პოსტი“ ოქტომბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და ზოდიაქოს ნიშნები დაახასიათა.
როგორც სუსლოვამ აღნიშნა, ოქტომბერი შედარებით პოზიტიური და ცვლილებებით სავსე იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში დიდი ძალა ექნება სურვილების ჩაფიქრებას.
♈ ვერძი
ვერძისთვის ტრანსფორმაციის პერიოდი ძირითადად კარიერას ეხება. შესაძლოა შეიცვალოს სამსახური ან სხვა პროფესიას დაეუფლოს. ასევე ექნება გადაფასებისა და თვითრეალიზაციის პერიოდი. არ წახვიდეთ რისკზე თუმცა უნდა სცადოთ რაიმე ახალი და ეს უნდა იყოს ნაფიქრი გადაწყვეტილება.
♉ კურო
თქვენს შემთხვევაში ურთიერთობების ცვლილებების დროა. შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანი და ფინანსური სარგებელიც ნახოთ. კარგი იქნება საკუთარი თავის შექება და შერგება, იმის რაც გაქვთ.
♊ ტყუპები
კომფორტის შექმნის პერიოდი გაქვთ. შესაძლოა შეიცვალოთ სახლი, შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. ცვლილებები ძირითადად სახლს და ოჯახს შეეხება. მიაქციეთ ყურადღება კვებას.
♋ კირჩხიბი
შეიცვლება თქვენი სანაცნობო წრე. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური კუთხით. არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები.
♌ ლომი
დააკვირდით ყველაფერს. შეაგროვეთ ინფორმაცია და დააკვირდით სიტყვებს, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. შეაგროვეთ ინფორმაცია და იმოქმედეთ.
♍ ქალწული
ვიზუალური ცვლილებების დრო გაქვთ. უნდა შემოიტანოთ რაიმე ახალი ვიზუალში, თუნდაც ვარცხნილობის შეცვლა. თუ გინდათ, რომ გარემო ცვლილებები პოზიტიური იყოს ჯერ ვიზუალით უნდა დაიწყოთ.
♎ სასწორი
რთული პერიოდი გაქვთ. ბევრად დატვირთული ხართ და ფიზიკურად არ გაქვთ დრო. გამოიჩინეთ სიფრთხილე, ამ პერიოდში ხშირია ცდუნებები. არის ალბათობა, რომ მოგატყუონ და შეცდომაში შეგიყვანონ.
♏ მორიელი
გარემო ფაქტორებმა არ უნდა იმოქმედოს შინაგან სამყაროზე. ემოციურად რთული პერიოდი გაქვთ. შესაბამისად არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ყველა დეტალს. ცვლილებების პერიოდი გაქვთ ურთიერთობებში. გადააფასეთ და თუ საჭირო გახდა დაასრულეთ.
♐ მშვილდოსანი
მოზღვავებული ენერგია გაქვთ. ბევრი საქმე გამოგივათ და გააკეთებთ. კონკრეტულ სიტუაციებს მიუდექით დიპლომატიურად.
♑ თხის რქა
დატვირთული პერიოდი გაქვთ, დაღლილები ხართ. თუმცა დრო უნდა დაუთმოთ რაღაც ახლის შესწავლასა და გაგებას. დაღლა და დატვირთვა საბოლოო ჯამში პოზიტიურად იმოქმედებს.
♒ მერწყული
ახალი იდეების და გეგმების დროა. შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ. ახალი ჰობი და სიახლე გჭირდებათ.
♓ თევზები
შესაძლოა გამოჩნდეს ახალი პარტნიორი ან თუ გყავთ და გაურკვევლობაში ხართ ესეც პოზიტიურად შეიცვლება. საკუთარი თავი წინ დააყენეთ და აჩვენეთ რომ თქვენი თავი მნიშვნელოვანია ყველასთვის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴„იბრწყინე სულ...“ - კრისტი ყიფშიძე იუბილარია, მოდელი 47 წლის გახდა