Digest Logo

როგორი იქნება თქვენი ჯოჯოხეთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1673520468
ჯოჯოხეთი და ზოდიაქოს ნიშნები

1. თხის რქა - წარუმატებლობა.

იქნებით მოუწესრიგებელი, გულმავიწყი და წარუმატებელი. საერთოდ არაფერი არ გამოგივათ. სახლში ელექტრონული მოწყობილობები დაგრჩებათ ჩართული და საბოლოო ჯამში, მას გადაწვავთ.

2. მერწყული - მოწყენილობის ჯოჯოხეთი. 

მერწყულს თეთრ ცარიელ ოთახში ჩასვამენ, რომელსაც არც ფანჯრები ექნება და არც ავეჯი. ჩაურთავენ ტელევიზორს და „სანტა ბარბარას“ ყველა სერიას აჩვენებენ. მაგრამ დაჰპირდებიან, რომ 300 წლის შემდეგ, თუ მერწყული კარგად მოიქცევა, მისცემენ დამატებით 2007 წლის გაზეთებს. მაგრამ სინამდვილეში ამ დანაპირებს არავინ შეუსრულებს.

3. თევზები - დისციპლინის ჯოჯოხეთი. 

თევზებს აიძულებენ ატაროს უნიფორმა, აიძულებენ დაემორჩილოს წესებს და ვეღარ ჩაიცვამს ისე, როგორც თავად სურს. ეშმაკი აიძულებს თევზებს, რომ დაალაგოს, გაწმინდოს, შავი სამუშაოები შეასრულოს. ბნელეთის პრინცი მას ყოველ ღამით, შუაღამისას შემზარავი ხმით გააღვიძებს და ეტყვის: „ისევ დაგავიწყდა გაკეთება? თავი რატომ არ გავიწყდება და რატომ არ გრჩება სახლში?!“

4. ვერძი - რუტინის ჯოჯოხეთი. 

ვერძი თუ ჯოჯოხეთში მოხვდა, მას გამუდმებით ერთი და იგივე საქმის გაკეთება მოუწევს. ისეთი რამის, რაც მაქსიმალურად მოსაწყენი იქნება მისთვის. მაგალითად შეიძლება ეს იყოს კატის ვარცხნა დღე და ღამე. სამწუხაროდ, მას არანაირი ჯილდო და სასჯელის შემსუბუქება არ ელის.

5. კურო - სიღარიბის ჯოჯოხეთი. 

კურო ყოველ დღე რეინკარნირდება რომელიმე ყველაზე ღარიბულ თავშესაფარში, უძველესი დროის ჩინეთში, ან სომალიში, მოუწევს საოცრად მძიმე შრომა ხელფასის გარეშე. მას ყავისთვისაც კი არ ექნება ფული, ლამაზ სამოსზე და მდიდრულ ცხოვრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ეშმაკები მას სხვადასხვა ფასდაკლებების დროს მიიწვევენ და კიდევ უფრო გააღიზიანებენ იმით, რომ ფასდაკლების მიუხედავად, სასურველის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.

6. ტყუპები - მხილების ჯოჯოხეთი. 

ტყუპების ჯოჯოხეთი ის იქნება, რომ მისი ყველა ტყუილი და სიყალბე გამოაშკარავდება. მაგალითად, საზოგადოება გაიგებს, რომ მას თურმე ყალბი დიპლომი ჰქონია, რომ ყალბი რეზიუმე ჰქონდა, რომ სამსახურების შესახებ იტყუებოდა, გაიგებენ, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის შედეგი იყო. მოკლედ, ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება.

7. კირჩხიბი - ყურადღების ჯოჯოხეთი. 

თქვენ მიმართ გაიზრდება ყურადღება, თქვენ შესახებ ყველაფერს საჯაროდ გამოფენენ. მაგალითად,მერვე კლასში რომ სასიყვარულო წერილი, ან ლექსი დაწერეთ, რომელსაც ყველას უმალავდით, ჯოჯოხეთში ყველა სვეტზე გამოაკრავენ. გამოფენენ იმ ფოტოებს, რომელთა დანახვაც არ გსურთ. თქვენთან მოვლენ ჟურნალისტები და აზრს გკითხავენ ისეთ საკითხებზე, რომელთა შესახებაც საერთოდ არაფერი არ იცით.

8. ლომი - გულგრილობის ჯოჯოხეთი.

თქვენ მიმართ ყურადღებას არავინ გამოიჩენს. ისე იქნებით თითქოს ვერავინ გხედავთ, ვერავინ გამჩნევთ, თითქოს საერთოდ არ არსებობთ. თქვენი სიამაყე გაითელება.

9. ქალწული - ქაოსის ჯოჯოხეთი. 

თქვენ არ გექნებათ გეგმის შედგენის საშუალება. ყველაფერი ისეთი არეული და ქაოსური იქნება, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ახლა ქაოსი რაც გგონიათ, მონაგონია იმასთან, რაც ჯოჯოხეთში მოხვედრის შემთხვევაში გელოდებათ.

10. სასწორი - კრიტიკის ჯოჯოხეთი. 

თქვენი მოსაზრებები, ქცევა, ყოველი ნაბიჯი კრიტიკის საგანი იქნება და არა მხოლოდ კრიტიკის. თქვენს შეხედულებებზე ბევრს იცინებენ. თქვენი ყოველი გამოჩენა სიცილის საბაბი იქნება. ჯოჯოხეთის პრინცი პაემანზე დაგპატიჟებთ, მაგრამ ბოლო წუთს მოგწერთ, რომ გადაიფიქრა და ამით დაგამცირებთ.

11. მორიელი - თავშეკავების ჯოჯოხეთი.

მას აეკრძალება ყველაფერი რაც უყვარს. ის, რითაც მორიელი სიამოვნებას იღებს ჯოჯოხეთში მიუწვდომელი იქნება. ვეღარ დატკბება ისე, როგორც ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

12. მშვილდოსანი - პესიმიზმის ჯოჯოხეთი. 

თუ მშვილდოსანი ჯოჯოხეთში მოხვდა, უიმედობა იქნება მისი მთავარი სატანჯველი. მუდმივ დეპრესიაში იქნება და ალკოჰოლიკი გახდება. აბსოლუტურად ვერავინ ვერ შეძლებს მშვილდოსანს დააჯეროს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მას ჯოჯოხეთში ცრემლების მუდმივი ღვრა ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მაფხიზლებს კაცის ფარშავანგული ხმა, ყივილი და ეჭიდავება 5 ცალ ინდუს სტუდენტს და ხელს აფარებს ავტომატს“ - რას წერს ანა მიქაძე

🔵„არყით გაჟღენთილი კაცი ამოვიდა, გაყვითლებული წვერით, ბინძური ტანსაცმლით... ყველას ხმა ჩაგვივარდა, სიტყვები სასულეში გადაგვცდა“ - ამბავი, რომელმაც სოცქსელი მოიცვა

🔵„კატასტროფულ გრიგალში დაჯდა თვითმფრინავი, სრული პანიკა სალონში, საშინელი ტურბულენტობა“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე

წყარო: trend.ge