
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად იგი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც გვიზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორი იქნება ცხენის 2026 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით:
ვირთხა
სიყვარული: ახალი რომანტიკა და ურთიერთობების გააქტიურება.
ფინანსები: შემოსავლის ახალი წყაროები, სიფრთხილე სესხებთან.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ძილსა და ენერგიის სწორ განაწილებას.
ხარი
სიყვარული: სიმშვიდე და სტაბილურობა ურთიერთობებში.
ფინანსები: კარიერული ზრდა და შრომის შედეგების დაფასება.
ჯანმრთელობა: მეტი სეირნობა და ფიზიკური აქტივობა.
ვეფხვი
სიყვარული: ვნებით სავსე წელი და ახალი სიყვარული.
ფინანსები: წარმატება ბიზნესში და ახალ პროექტებში.
ჯანმრთელობა: ენერგია მაღალია, მაგრამ დასვენებაც აუცილებელია.
კურდღელი
სიყვარული: ემოციური სირთულეები, მოთმინება აუცილებელია.
ფინანსები: ფინანსური არასტაბილურობა, გონივრული ხარჯვა დაგეხმარებათ.
ჯანმრთელობა: მედიტაცია და ემოციური ბალანსი სასარგებლო იქნება.
დრაკონი
სიყვარული: მეტი სითბო და თანხმობა ურთიერთობებში.
ფინანსები: ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი კარიერისა და პროექტებისთვის.
ჯანმრთელობა: ენერგია მაღალია, თუმცა საჭიროა დასვენება.
გველი
სიყვარული: გულწრფელობა ურთიერთობებში მოგიტანთ სიმშვიდეს.
ფინანსები: ახალი შესაძლებლობები, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია.
ჯანმრთელობა: მოერიდეთ ნერვიულობას, ივარჯიშეთ სიმშვიდეზე.
ცხენი
სიყვარული: ბედნიერი კავშირები, ახალი რომანი და ქორწინება.
ფინანსები: კარიერული გარღვევა და ლიდერობა.
ჯანმრთელობა: ენერგია უხვად გაქვთ, მაგრამ არ გადატვირთოთ სხეული.
თხა
სიყვარული: შესაძლოა გაუგებრობები, თუმცა ყველაფერი მოგვარდება.
ფინანსები: ხარჯების ზრდა, ფრთხილი მიდგომა აუცილებელია.
ჯანმრთელობა: სტრესის მართვა და ბუნებაში ყოფნა გამოგადგებათ.
მაიმუნი
სიყვარული: ფლირტი, ემოციური შეხვედრები და ახალი ურთიერთობები.
ფინანსები: მოულოდნელი წარმატებები და შემოსავლების ზრდა.
ჯანმრთელობა: იზრუნეთ კვებასა და რეგულარულ დასვენებაზე.
მამალი
სიყვარული: ურთიერთობები გამოცდას გაივლის, სიმშვიდე და მოთმინება დაგჭირდებათ.
ფინანსები: მოულოდნელი ხარჯები, დაგეგმვა აუცილებელია.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ გულს და წნევას.
ძაღლი
სიყვარული: სტაბილური და მშვიდი წელი, სერიოზული კავშირი.
ფინანსები: სანდო პარტნიორობა და ფინანსური სიმშვიდე.
ჯანმრთელობა: სეირნობა და ზომიერი ვარჯიში დაგეხმარებათ.
ტახი
სიყვარული: ჰარმონიის დაბრუნება და ბედნიერი კავშირები.
ფინანსები: სტაბილური შემოსავალი და წარმატებული ინვესტიციები.
ჯანმრთელობა: აღდგენის წელი, მოერიდეთ სტრესს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ნინი ბადურაშვილი ამჯერად შინდისფერ ლუქში პოზირებს - მომღერალი ახალ კადრებში ბრწყინავს
⭕ გამოჩნდება თუ არა მთვარის დაბნელება საქართველოში? - ქეთი ოდიშელის განმარტება