ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქალებს მიმართავს.
მისი თქმით, ასტროლოგიისა და ბედის მატრიცის მიხედვით შეგიძლიათ გაარკვიოთ როგორი კაცები გიზიდავთ:
„როგორი მამაკაცები გიზიდავთ? ისინი ვინც კომპლიმენტებს გეუბნება, ვინც გჩუქნის საჩუქრებს, ვინც აღფრთოვანებას იწვევს თქვენში თუ უბრალოდ ინტელექტუალური, ჭკვიანი და გონებით მიმზიდველი ადამიანი?
ნატალურ რუკაში აუცილებლად იპოვეთ მარსის პოზიცია და ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანშია მოქცეული.
თუ ის არის ლომში, ესე იგი გიზიდავთ ძალიან მამაკაცური მედიდური პიროვნება“, - ამბობს თათია გარანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი ბრძოლა და შრომა მოგვეთხოვება...“ - რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი განვითარება?