Digest Logo

როგორი მეუღლე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1729678499
სიყვარულის ნეირობიოლოგია

რასაკვირველია, ყველას სურს, გვერდით ჰყავდეს იდეალური მეორე ნახევარი და ამისთვის ბევრს ფიქრობს, აკვირდება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, ცდილობს, ამოიცნოს ის ერთადერთი, რომელიც ცხოვრებაში გამოადგება და გააბედნიერებს.

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით შესაფერისი პარტნიორის მონახვას საკმაოდ ადვილად შეძლებთ. 

ვერძი – უშიშარი და ენერგიული ადამიანებით იხიბლებით. ეძებეთ თქვენი რჩეული სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს შორის, გოლფის მოედანზე ამ მოტომოყვარულთა კლუბში.

კურო – მშვიდი, გაწონასწორებული, ფინანსურად შემდგარი და არამფლანგველი მეორე ნახევარი თქვენი იდეალია. საუკეთესო ვარიანტი მის მოსაძებნად არის ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები, ასევე, კულინარიის კურსები, რადგან კუროები ბუნებით გურმანები არიან.

ტყუპები – ხართ ცვალებადი, მოუსვენარი და ამიტომ, ინტელექტუალურად საინტერესო პარტნიორი გესაჭიროებათ. ეძებეთ ის ჟურნალისტებს, მწერლებს, ლიტერატურულ კრიტიკოსებს შორის. არანაკლებ მოგებიანია მეორე ნახევრის ძიება ავტომრბოლელთა შორის, რადგან, ავტომობილები ტყუპების ნიშნით დაბადებულების სისუსტეა.

კირჩხიბი – ოჯახის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარული პარტნიორი გესაჭიროებათ. ის აუცილებლად რაღაცით უნდა წააგავდეს თქვენს მშობლებს და რაც მთავარია, მათი მოწონება დაიმსახუროს. ყველაზე ნაცადი გზა მეორე ნახევრის პოვნისა, სანათესავო წრეში გამართული შეხვედრებია. დიდი შანსია, საბედო, რომელიმე მსგავს დღესასწაულზეც გაიცნოთ.

ლომი – თქვენს ყურადღებას გამორჩეული ვიზუალის მქონე, გულუხვი და კეთილი ადამიანები იპყრობს და ცხოვრების მეგზურადაც ასეთ მეორე ნახევარს ირჩევთ. თუმცა, საკუთარი მიღწევებით მან თქვენი წარმატება და ინდივიდუალიზმი არ უნდა დაჩრდილოს. ბედი თქვენივე თაყვანისმცემლებს შორის ეძებეთ. ამ მხრივ, ხელოვანი ხალხის გარემოცვა, ღამის კლუბი, საკონცერტო დარბაზი და დისკოთეკაც არანაკლებ გამოგადგებათ.

ქალწული – მოწესრიგებულ, ჭკვიან და მზრუნველ პარტნიორს ეძებთ, რომელიც ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით იცავს, ჯანსაღი კვების საკითხშიც ერკვევა და ფულს უყაირათოდ არ ანიავებს. საუკეთესო ვარიანტია, საბედო მედპერსონალსა და ფიტნესინსტრუქტორებს შორის ეძებოთ. მათში ყველა ზემოხსენებული თვისებაა თავმოყრილი.

სასწორი – თქვენი სისუსტე გარეგნული იმიჯი და მომხიბვლელობაა. ეძებთ სულით პოეტურ და მოსიყვარულე პარტნიორს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო დაწესებულებაში შეხვდებით. ის შესაძლებელია, მოდელი, ფოტოგრაფი ან ფერმწერიც იყოს.

მორიელი – ზოდიაქოს ეს ნიშანი, ექსტრემის მოყვარული, ფათერაკის მაძიებელი ინდივიდია. ამიტომ, თავისნაირი თავზე ხელაღებული, სულით ძლიერი პარტნიორი ესაჭიროება. მას კი ექსტრემალური სპორტისა და ავტორბოლის მოყვარულთა შორის ნახავთ. მორიელისთვის არანაკლებ მომხიბვლელია მედიცინის მუშაკები, კერძოდ, ქირურგები და ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტები.

მშვილდოსანი – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ბუნებით მოხეტიალე და მაწანწალაა, უყვარს ბავშვები და ცხოველები. ამიტომ მისთვის იდეალურია ვეტერინარიის ან ბავშვთა დაცვის სფეროში ჩაბმული ადამიანი. პარტნიორის პოვნას კი მოგზაურობის დროს უფრო ადვილად შეძლებს.

თხის რქა – სოლიდური და პროფესიულად შემდგარი პარტნიორი მოსწონს. მისთვის იდეალური კანდიდატურაა სახელმწიფო აპარატში მომუშავე პირი, იურისტი ან ეკონომისტი. შესაძლოა, პოლიტიკოსსაც დაადგას თვალი და ის მისთვის იდეალური მეორე ნახევარი აღმოჩნდეს.

მერწყული – ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ხალხით იხიბლება. შეუძლია, შესაფერისი პარტნიორი გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტერნეტკომუნიკაციის სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის იპოვოს. ხშირად ცხოვრების მეგზურად არასტანდარტული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებსაც ირჩევს.

თევზები – ხელოვანი და სათუთი ფსიქიკის მქონე პარტნიორებით იხიბლება. მისთვის, აუცილებელია, ემოციური ერთობა მეორე ნახევართან. თევზმა საუკეთესო მეწყვილე ხელოვანებს, ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის უნდა ეძებოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„როგორც პორტიდან გასული გემი შენ ჰორიზონტს ცდები და ჩვენ ვდგავართ ნაპირთან“ - სანდრო ელოშვილი ზურა ბერიკაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

ნუკი კოშკელიშვილის საშემოდგომო ლუქი - ტელეწამყვანი არაჩვეულებრივ ფორმაშია

🎥 ორსული ლიზა ჩიჩუა საცურაო აუზიდან კადრებს გვიზიარებს - „ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო აქტივობაა“

წყარო: tbiliselebi.ge