ახალი წელი ცხენის რიტმით მოდის: სწრაფად, ხმაურიანად და სიცოცხლით სავსე.
რა უნდა იდოს სუფრაზე, რომ ეს ენერგია ჩვენს სახლშიც შემოვიპატიჟოთ და წელი წარმატებით დავიწყოთ? - აღნიშნულ თემაზე „დაიჯესტს“ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა:
„ნებისმიერი კერძი შეგვიძლია, მხოლოდ არ უნდა იყოს ცხენის ხორცი! ჩვენ ვერ გავიგებთ ამას, მაგრამ თუ ვინმე აპირებს, სერიოზულად დაისჯება მომავალ წელს, ეს კარგად იცოდეს!
მეორე, არაყი მაინც და მაინც სასურველი არ არის. დანარჩენი, რაც გაგიხარდებათ, დაწყებული ტკბილეულით, მამაპაპური გოზინაყით, საცივით.
სხვათა შორის, საცივი ძალიან აძლიერებს იმუნიტეტს დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. ჩვენმა წინაპრებმა ეს იცოდნენ.
თუ ეგზოტიკური საკვები მოგწონთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. სითხეები ჯობს იყოს მუქი ფერის, მაინც წითელი ფერია წინა პლანზე წამოწეული, ამიტომ ლიქიორი, კონიაკი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიყვარული“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕ნინი ბადურაშვილი 27 დეკემბერს 40 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მომღერალმა დაბადების დღე
⭕„მხოლოდ რწმენით და ღმერთის სიყვარულით ვიაროთ წინ!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილის წინასაახალწლო განწყობა