ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. იგი 40 წლის გახდა და დაბადების დღე ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის ცნობილი სახეებისგან.
ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილი ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო.
კახიანების ოჯახს ქართველი საზოგადოება დიდი ხანია კარგად იცნობს.
იმედა კახიანის ქალიშვილია ეკა კახიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ანსამბლ „მზიურიდან“ მოიგო მსმენელის გულები, სამი ქალიშვილის დედაა.


ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მხოლოდ რწმენით და ღმერთის სიყვარულით ვიაროთ წინ!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილის წინასაახალწლო განწყობა