Digest Logo

თამუნა ნიკოლაძე იუბილარია - მსახიობი 48 წლის გახდა

1781706868
თამუნა ნიკოლაძე

თამუნა ნიკოლაძე ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობია პოპულარული. იგი ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით შეიყვარა საკულტო ტელესერიალში „შუა ქალაქში“ შესრულებული როლით.

იგი 1978 წლის 17 ივნისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. მსახიობი დღეს, 17 ივნისს 48 წლის გახდა.

„ჩვენს უმშვენიერეს და უნიჭიერეს თამუნა ნიკოლაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს!“, - წერს „სტუმრად შუა ქალაქში“.

თამუნა ნიკოლაძე პირველად სცენაზე სულ მცირე, 3 წლის ასაკში, მარჯანიშვილის თეატრში ავიდა. 2006 წლიდან არის „თავისუფალი თეატრის“ წამყვანი მსახიობი. ის თამაშობს ისეთ ცნობილ სპექტაკლებში, როგორიცაა „სხვების ცხოვრება“, „კავკასიური ცარცის წრე“ და „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.

მსახიობის შემოქმედებითი დიაპაზონი მრავალფეროვანია. იგი თანაბარი წარმატებით ასრულებს როგორც სახასიათო კომედიურ, ისე ღრმა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „21 ივნისს მზე ტყუპებს დატოვებს, დადგება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული მომენტი“ - რას ვაკეთებთ ზაფხულის ბუნიობის პერიოდში?

„გვიანი სურათები ჩემი ბრჭყვიალა დაბადების დღიდან✨“ - ეკო ფანგანი

„ჩემი ტყუპები 22 წლის გახდნენ...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი და ლევან ლაზარიშვილი შვილების იუბილეს ზეიმობენ