მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულ მოციგურავეთა - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იასპარეზა.
მოკლე პროგრამაში მათ მსაჯებისგან 75,46 ქულა დაიმსახურეს, რაც ამ ეტაპზე პირველი შედეგია. სპორტულ წყვილს ყინულზე თავისუფალ პროგრამაში 16 თებერვალს ვიხილავთ.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: