Digest Logo

🎥 „რომ ამბობენ ქორწილი არ შეიძლებაო, ტყუილია...“ - მიხეილ ცაგარელი გვიხსნის, როგორი იქნება მაისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1745496020
მიხეილ ცაგარელი

„მაისი საინტერესო პერიოდია, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, მაგრამ მაინც მაისია. მზე კუროშია, რაც შედარებით გვამშვიდებს. ორი პლანეტა - მერკური (გონების მმართველი) ვერძშია და მეორე მარსი (საქმიანობის მმართველი) ლომში. ეს ნიშნავს იმას, რომ გონება ინტენსიურად იმუშავებს, საქმეშიც აქტიურობა გვექნება, კიდევ კარგი მზე კუროშია და ამ ორ ცეცხლს ამშვიდებს. 

ეს სიამოვნება გაგრძელდება 20 რიცხვამდე, შემდეგ მზე ტყუპებში გადავა. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა, ურთიერთობა, კონტაქტები, მგზავრობა-მოგზაურობა უფრო მეტი იქნება. 

კურო დაალაგებს ყველაფერს, არეულ სიტუაციებს მათ შორის სასიყვარულო ამბებში. რომ ამბობენ ქორწილი არ შეიძლება მაისშიო, ტყუილია!“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და მათ პროგნოზს👇 

♈ ვერძი - ფინანსური კუთხით ძალიან საინტერესო თვე გექნებათ მაისში, ბონუსები, პრემიები. ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა არასტაბილურდება. აკეთეთ საქმეც, მაგრამ თან დაასვენეთ საკუთარი თავი. 

♉ კურო - რაც მეტი დრო გავა, ყველა კურო გაიფურჩქნება. შარმი, კრეატივი, ენერგია გაიზრდება. მაისი თქვენი თვეა. იქნებით აქტიურები, სიახლეების დროა. გინდათ გარეგნობა შეიცვალეთ, გინდათ ცხოვრებისეული პრინციპები - მთავარია რაღაც სიახლე შემოიტანოთ! 

♊ ტყუპები - გაქვთ საშუალება საინტერესო, შემოქმედებითი პროექტები განახორციელოთ. მაგრამ თქვენ შედიხართ დაბადების წინა პერიოდში, ამიტომ ენერგოტონუსი დაეცემა. არ გადაიღალოთ, დაასვენეთ თქვენი თავი. პერიოდი ითხოვს ენაზე კბილის დაჭერას, არ გათქვათ საიდუმლო.

♋ კირჩხიბი - თქვენ გაქვთ პერიოდი, რომელიც მაინც და მაინც არ გიყვართ, რეფორმების დროა! სამყარო სიახლეებს ითხოვს, ახალი ვარცხნილობა, მოქმედების პრინციპი, ინტერნეტთან მეტი კონტაქტი, მეტი ინფორმაციები. ენერგოტონუსი იმატებს, ფინანსურადაც კარგი პერიოდია. 

♌ ლომი - ენერგოტონუსი ეცემა, არ გადაიღალოთ. არავითარი საქმის გარჩევა. ძველი ვალები თავს შეგახსენებენ. ფრთხილად გაიარეთ მაისის პირველი ნახევარი და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ზემდგომ პირებთან, ხელმძღვანელებთან. 

♏ ქალწული - ენერგოტონუსი იმატებს, ხდებით შრომისუნარიანი, აქტიური, შესაძლებლობები ძალიან კარგი გაქვთ. კარგი იქნება მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტები, პარტნიორული თანამშრომლობა მათთან. როგორც ლიდერი იქნებით ძალიან კარგი. 

♎ სასწორი - ენერგოტონუსი ეცემა, ადვილად დაიღლებით. სიყვარულის სურნელი დადებითად იმოქმედებს, მაისი ემოციური კუთხით იქნება სასიამოვნო თქვენთვის, გაიგებთ სასიამოვნო სიახლეებს. მოგეთხოვებათ ენაზე კბილის დაჭერა და საიდუმლოს არ გათქმა.

♏ მორიელი  - მოდიხართ ჯანზე, ენერგოტონუსი იმატებს, ძალიან მნიშვნელოვანი გახდება პარტნიორული ურთიერთობისთვის. ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ ქორწინებისთვის, ნელ-ნელა იგრძნობთ უკეთესობას. მთლიანობაში კარგი თვეა. 

♐ მშვილდოსანი - ენერგოტონუსი ეცემა, ნუ გადაიღლებით, გამოიჩინეთ მაქსიმალური დიპლომატია. ჯანმრთელობას რაც შეეხება, ყურადღებას იქცევს კუჭ-ნაწლავის ზონა, მაგრამ 20 მაისის შემდეგ უკეთესი პერიოდი დაგეწყებათ. 

♑ თხის რქა  - სიყვარულის პერიოდი დაგეწყოთ, ერთ-ერთი საუკეთესო თვეა შვილებთან ურთიერთობისთვის, არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. დიდი შემოსავალი გელოდებათ თუ ხართ გასართობ სფეროში. მოემზადეთ, სიყვარულის დროა.

♒ მერწყული  - ოჯახის და სახლის დროა, კოსმოსი ითხოვს მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, ტრადიციებს, ისტორიას. შეგიძლიათ შექმნათ სახლში რაღაც ახალი დიზაინი და ამით გაახაროთ წევრები, პატივი ეცით წინაპრებს. 

♓ თევზები - კარგი პერიოდი გაქვთ, მრავალფეროვანი კონტაქტების ზონაა, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, ენერგოტონუსი მოიმატებს. შესაძლებლობები გაქვთ უამრავი და ერთმანეთზე უკეთესი. გაჩერების დრო არ გაქვთ, კარგია მგზავრობა-მოგზაურობა, წიგნების კითხვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 კარიერული წინსვლა, ბიზნესი, ფინანსური კეთილდღეობა - ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც მაისში გაუმართლებს

🎥 მუზეუმში აღმოჩენილი წიგნი, რომლის ყდაც ადამიანის კანით დამზადებული აღმოჩნდა - გახმაურებული დანაშაულის დეტალები

„ასეთი არამსგავსი ტყუპები გინახავთ?“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი შვილების ფოტოს აქვეყნებს