Digest Logo

🎥 რომელ ზოდიაქოს ნიშანს აქვს დაოჯახების დიდი შანსი - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

1701415000
 მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა 2024 წლის სასიყვარულო ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მწვანე დრაკონის წელში დაოჯახების დიდი ალბათობა ზოდიაქოს 4 ნიშანს აქვს, გარდა ამისა, წელიწადი გამრავლების კუთხითაც ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გათხოვდეს და ოჯახი შექმნას, მაგრამ გეტყვით ვის აქვს უფრო მაღალი ალბათობა მომავალ წელს.

მომავალ წელს ოჯახის შექმნის ალბათობა ყველაზე მეტად აქვს: კურო, თხის რქა, მერწყული და თევზები.

განსაკუთრებული სიფრთხილე წლის პირველ ნახევარში სჭირდებათ: ტყუპებს და ქალწულს. მათ სულსწრაფობამ და ზედაპირულობამ სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება შეცდომა დააშვებინოს.

წლის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე სჭირდება მშვილდოსანს. იყავით მეტად ყურადღებით.

მთლიანობაში წელიწადი კარგია, რადგან მწვანე ფერი არის სიყვარული, დრაკონი კი არის ზრდა და განვითარება. ანუ, სიყვარულის განვითარების და ოჯახის შექმნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

დრაკონის წელიწადში დაბადებული ბავშვები არნახული ნიჭიერებით და სილამაზით გამოირჩევიან, ამიტომ გამრავლების კუთხითაც ერთ-ერთი საუკეთესოა ეს წელიწადი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ძალიან დაგვაკლდება ჩვენ, ქვეყანას და მომავალ თაობებს“ - კავკასიის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵🎥 „თუ რამე მტკივა მერე ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე, ვითიშები. მთელი ყურადღება ტკივილზე გადამაქვს“ - თედო ბექაურის ემოციური ეთერი

🔵„მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს... არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო“ - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?