Digest Logo

რომელ ზოდიაქოს რა უნდა ვაჩუქოთ ახალი წელის ღამეს

1704036600
ჰოროსკოპი

საჩუქრების მიძღვნა ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახში ერთგვარი რიტუალია. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ნივთები რაც შეიძლება გემოვნებიანად შევარჩიოთ და რაც მთავარია, აუცილებლად გავითვალისწინოთ მათი პრაქტიკულობა. ხოლო თუ რა უნდა აჩუქოთ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს, ამაში ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

ვერძი: თუ გინდათ მისი გახარება, აჩუქეთ ლამაზად შეფუთული ძვირად ღირებული სამკაული, მოდური ტრენდის პარფიუმერია და მასთან ერთად სატრენაჟორო დარბაზის აბონემენტი. მთავარია ნივთი იაფფასიანი არ იყოს, რადგან ვერძებს უყვართ ძვირად ღირებული საჩუქრები და მათ დახვეწილი გემოვნება აქვთ. საერთოდ მათ ძალიან უყვართ თავის მოვლა. ამიტომ თამამად შეგიძლიათ თავის მოვლის საშუალებების ნაკრები შეურჩიოთ.

კურო: აუცილებლად შეურჩიეთ ისეთ საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობს. შესაძლოა ეს ძვირად ღირებული სულაც არ იყოს, მაგრამ კურომ მისი ყიდვა დროის უქონლობის გამო ვერ შეძლო. ასევე კარგია თუ მის პროფესიონალურ საქმიანობას გაითვალისწინებთ და შესაბამის ნივთს შეარჩევთ. ეს მისთვის ერთგვარ თილისმურ ძალას მიიღებს და წარმატების მიღწევაშიც დაეხმარება. კარგია თუ კუროს საჩუქრად მწვანე ან ყავისფერ ქურთუკს, შარფს, ან ისეთ სტატუეტს შეურჩევთ, რომელსაც სამუშაო მაგიდაზე დადგამს.

ტყუპები: მათთვის საჩუქრის შერჩევა ცოტა რთულია. თუ გსურთ მისი გული მოიგოთ, ახალ წელს უსახსოვრეთ მობილური ტელეფონი, ძვირფასი ცნობილი ბრენდის სუნამო, რომელიც მძაფრი სუნის არ იქნება. ასევე დასაშვებია ორიგინალური სამკაული, საყურე, თმის სამაგრი ან ბეჭედი, რომელსაც ის მთელი წლის განმავლობაში ატარებს. გირჩევთ, საჩუქარი, რომელიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს უნდა მიართვათ, ორიგინალურად შეფუთოთ და გრანდიოზულად გადასცეთ მას.

კირჩხიბი: ზოგადად არ გამოირჩევიან პრეტენზიულობით, თუმცა დახვეწილი გემოვნება ნამდვილად აქვთ. ძალიან უყვართ როცა მათ საჩუქარს უკეთებენ. თუ გსურთ ახალი წლის ღამეს კირჩხიბის გემოვნება დააკმაყოფილოთ, მისი ყურადღება და სიყვარული დაიმსახუროთ, მაშინ შეურჩიეთ საათი, საფულე, ძვირად ღირებული სასმელი ან ქამარი. მათ არ უყვართ პომპეზურობა, ამიტომ შეგიძლიათ ახალი წლის ღამეს საჩუქარი უბრალოდ ბალიშის ქვეშ დაუდოთ.

ლომი: აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი კრიტიკული ხასიათი და საჩუქარი ფრთხილად შეურჩიოთ. თუ მას ისეთ ნივთს აჩუქებთ, რაც არაფერში სჭირდება, აუცილებლად გაგრძნობინებთ, ხოლო მოგვიანებით გააჩუქებს. ამიტომ მისთვის სასურველია თუ შეარჩევთ, ხარისხიან საფულეს, ლამაზ აქსესუარს, ძვირად ღირებულ სასმელს ან სულაც უბრალო სუვენირს, რომელიც მის კონკრეტულ მოგონებასთანაა დაკავშირებული.

ქალწული: უყვართ ძვირად ღირებული და პრაქტიკული საჩუქრები. ამიტომ მათთვის საჩუქარი მეტი გემოვნებით, დაკვირვებითა და სერიოზულობით უნდა შეარჩიოთ. კარგად დაფიქრდით რა გაახარებს მას ყველაზე მეტად. უყიდეთ საჩუქარი არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ გულის მოსაგებად და გასახარებლად. თუ წლის ტენდენციებს და მაიმუნის მოთხოვნებს გავითვალისწინებთ კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების მიმართ, გირჩევთ საახალწლოდ მას უყიდოთ ლამაზი, ტყავის და ლითონისგან კომბინირებულად შექმნილი სამაჯური. ასევე ტყავის ხელჩანთა, ან სახლისთვის ისეთ ნივთი, რომელსაც ყველა შეამჩნევს.

სასწორი: მათთვის ყველაზე კარგი საჩუქარი სახლის ნივთებია, მხოლოდ ის აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ. სასურველია მათ საახალწლოდ უყიდოთ მწვანე ან წითელი მინის ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარს. ასევე ისეთი აქსესუარი, რასაც თამამად გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მორიელი: ახალი წლის საჩუქრად მათთვის შეარჩიეთ ტექნიკური საშუალებები ან საოჯახო ნივთები. ასევე კარგი საახალწლო საჩუქარია მაჯის საათი ან დეკორატიული ნივთები. არ არის აუცილებელი ისინი ძვირად ღირებული იყოს, მათთვის მთავარი ყურადღებაა.

მშვილდოსანი: საახალწლოდ ისეთი ნივთი უნდა აჩუქოთ რასაც ყოველდღიურად გამოიყენებს, მაგალითად ქამარი, საყურე ან საფულე. მშვილდოსნებისთვის ასევე კარგი საჩუქარია თავის მოვლის საშუალებები. დაიმახსოვრეთ, საჩუქარი გემოვნებიანად და თვალში საცემად უნდა იყოს შეფუთული და პომპეზურად მიართვათ.

თხის რქა: ისეთი საჩუქარი უნდა შეურჩიოთ, რომელსაც სახლში გამოიყენებს. შეიძლება აჩუქოთ ჭურჭელი, სამზარეულოს მოწყობილობა, პლედი ან ორიგინალური სტატუეტკა. თხის რქისთვის კარგი საჩუქარია ასევე ლამაზი ხელჩანთა, კაშნე ან მოდური სამოსი. მათთვის მთავარი ის არის, რომ ახალ წელს მის მიმართ ყურადღებას იჩენთ და არა ის, რამდენად ძვირად ღირებულია საჩუქარი.

მერწყული: საჩუქარი ძალიან ფრთხილად და გემოვნებით უნდა შეურჩიოთ. მათ უბრალო და იაფფასიანი საჩუქარი არ გაახარებს. უფრო მეტიც, გაანაწყენებთ. ამიტომ მათ პრეტენზიული გემოვნება რომ დააკმაყოფილოთ, საახალწლოდ უყიდეთ ძვირად ღირებული ბიჟუტერია, სათვალე, საფულე, სუნამო, სამკაული ან ტყავის ხელჩანთა. ანუ ისეთი ნივთი, რასაც ის საზოგადოებაში გამოიყენებს, თავს მოიწონებს და ამით გარშემომყოფთა ყურადღებასაც მიიპყრობს.

თევზები: სასურველია მისთვის საახალწლოდ შეარჩიოთ სახლის გასალამაზებელი ნივთები, ლამაზი სამკაული, დეკორატიული ქოთნის ყვავილი ან ღამის ნათურა. ასევე მას ძალიან გაახარებს თუახალი წლის ღამეს აჩუქებთ თავის მოვლის საშუალებებს, სუნამოს, წითელი ფერის საფულეს, თმის სამაგრს ან ტექნიკას. რომანტიკული ბუნების თევზებს უყვართ როცა საჩუქარი ორიგინალურად არის შეფუთული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

5 ფილმი, რომელსაც საახალწლო არდადეგებზე უნდა უყუროთ

🎥 ამღერებული გუგა და მამუკა მდინარაძეები - „შენნაირად ვეღარავინ შევიყვარე“

🎥 „საოცარი დუეტი გამოვიდა“ - სოფო ნიჟარაძის და გიორგი ცხადაძის სიმღერის პრემიერა

წყარო: old.newposts.ge