მანიფესტაციის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, ადამიანი კონკრეტულ დაბალი სიხშირის ენერგიას, რაიმე მატერიალურ სურვილში ცვლის - ამ პრაქტიკას ასკეზა ეწოდება.
ასკეზა - ეს არის პროცესი, როდესაც კონკრეტული დროით რაღაცაზე ვამბობთ უარს.
მაგალითად, თუ შენი სისუსტე ნიკოტინის მიღებაა, შეგიძლია სამყაროს დაჰპირდე, რომ, სიმბოლურად, 11 დღის მანძილზე, აღარ მიიღებ ნიკოტინს, სანაცვლოდ კი, ის სურვილის ახდენაში დაგეხმარება.
ასკეზა - ეს ერთგვარი „გარიგებაა“ სამყაროსთან. შენ იშორებ მავნე ჩვევებს და სამყაროს დადებით ენერგიებში (კონკრეტულ სურვილებში) უცვლი.
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი ასკეზის აღებას პირველ აპრილს, სურვილების ასასრულებლად გვირჩევს:
„ასკეზა არის, როცა ნებაყოფლობით უარს ამბობ შენს ჩვევებსა და სიამოვნებაზე. ამ ენერგიას მიმართავ შენი სურვილის ასასრულებლად.
რომელი ასკეზა ავიღოთ სურვილის ასასრულებლად?
✨ უარი სოციალურ ქსელებზე
✨ უარი ალკოჰოლზე
✨ უარი ყავაზე
✨ უარი ტკბილეულზე / ფქვილეულზე
✨ უარი გინებაზე და ტყუილზე
✨ 10 000 ნაბიჯი დღეში
✨ 100 ჩაჯდომა დღეში
✨ დღეში 20 გვერდი წიგნის კითხვა
✨ გაღვიძება დილის 6 საათზე
ასკეზის სტარტი - 1 აპრილი“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: