Digest Logo

რომელი დღეები იქნება 2025 წლის ივნისში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ

1747981162
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ითვლება, რომ მთვარეს ადამიანების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომაც, ასტროლოგიაში მთვარის ფაზებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და ადამიანებს სწორედ მთვარის კალენდარზე დაყრდნობით სხვადასხვა რჩევას უზიარებენ.

მნიშვნელოვანი თარიღები 2025 წლის ივნისისთვის მთვარის კალენდრის მიხედვით:

მზარდი მთვარე - 1-დან 10 ივნისამდე და 26-დან 30 ივნისამდე

მზარდი მთვარის დრო თვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, როდესაც თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიას გრძნობს და შეუძლია, ის საქმეებიც კი, რომლებიც რთულად ეჩვენებოდა, მარტივად გადაჭრას. თუკი რაიმე მნიშვნელოვანის დაწყება გსურთ, აპირებთ სადმე მონაწილეობას, ხელშეკრულების გაფორმებას, მოლაპარაკებებს, აღნიშნულ პერიოდში დაგეგმეთ. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ. 

სავსე მთვარე - 2025 წლის 11 ივნისი

სავსე მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იქნება, სავსე მთვარის დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიას გრძნობს. აქ კი მნიშვნელოვანია, ეს ენერგია სწორად გამოვიყენოთ. დაუთმეთ დრო შემოქმედებას, კარგად დააკვირდით თქვენს იდეებს, შესაძლოა, მათში რაღაც განსაკუთრებული და საინტერესო იმალებოდეს. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს.

სავსე მთვარის დროს, ორი დღით ადრე და ორი დღის შემდეგ, უმჯობესია ნაჩქარევ, იმპულსურ გადაწყვეტილებებს თავი მაქსიმალურად აარიდოთ და კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

კლებადი მთვარე - 12 ივნისიდან 24 ივნისამდე

კლებადი მთვარის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებულ საქმეებსა და პროექტებზე ვკონცენტრირდეთ და ყველაფერი, რაც დავიწყეთ, დავასრულოთ. ამავდროულად, ჯობს ეს პერიოდი გეგმების შედგენას დავუთმოთ, განვსაზღვროთ, რისი გაკეთება გვსურს და როგორ შეიძლება, მიზნებს მივაღწიოთ.

ახალი მთვარე - 25 ივნისი

ახალი მთვარე, როგორც წესი, ძალიან დიდი ენერგიით ხასიათდება და შესაძლოა, ამ დღეს მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა ვიგრძნოთ. ჯობს, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. განიტვირთეთ, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ამავდროულად, ახალი მთვარე საუკეთესო პერიოდია, ახალი საქმეებისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად.

2025 წლის ივნისის ხელსაყრელი დღეებია: 20, 21, 29, 30.

აღნიშნულ თარიღებში კომუნიკაცია გაცილებით გამარტივდება. შესანიშნავი დღეებია ფინანსური თუ სხვა საკითხების გადასაჭრელად და ახალი მიზნებისა და გეგმების ჩამოსაყალიბებლად.

2025 წლის ივნისის არახელსაყრელი დღეებია: 13, 15, 19, 25.

ამ დღეებში ჯობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში. ასევე, უმჯობესია, დიდი შესყიდვებისაგან თავი შეიკავოთ და დრო დასვენებასა და ენერგიის აღდგენას დაუთმოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრი რამის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ რამდენად გჭირდებათ“ - 23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 თამო ვაშალომიძის „ლუქმა“ კანის ფესტივალზე საზოგადოება აალაპარაკა - „ასე ელეგანტურად ქართველი ქალი არსად არ გამოჩენილა“

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 მაისს საქართველოში

წყარო: www.beaumonde.ge