Digest Logo

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

1733723603
ასტროლოგია

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

9 დეკემბერი

ეს დღე კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის შესანიშნავია. შესაძლოა, ვინმესთან რაიმეზე დალაპარაკება გინდათ და პირველ ნაბიჯს ვერ დგამთ ან უთანხმოება გაქვთ და ეს საკითხი დიდი ხანია, გაწუხებთ. ამ დღეს მოლაპარაკებები შეგიძლიათ, თავისუფლად აწარმოოთ, გაუზიაროთ ადამიანებს საკუთარი პოზიცია და საბოლოოდ გადაჭრათ ის, რაზედაც შესაძლოა, ბევრი დღეა, ფიქრობთ.

10 დეკემბერი

დროა, ძველი ამოცანები დაასრულოთ და ახალი ეტაპისთვის მოემზადოთ. ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, რომ არასაჭირო ურთიერთობები, საქმეები საბოლოოდ დაამთავროთ და გადაყაროთ ის ნივთებიც, რომლებიც მოძველებულია. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს, საბოლოოდ უნდა თქვათ უარი ყველაფერზე, რაც მოძველებული და არა საჭიროა.

11 დეკემბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს არის დღე, როცა შეგიძლიათ, საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისაკენ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგათ და ცვლილებები დაგეგმოთ. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და საკუთარი თავის გჯეროდეთ. მონდომებითა და შრომისმოყვარეობით აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაზედაც ოცნებობთ.

12 დეკემბერი

ეს დღე მოთმინებასა და მოქნილობას მოითხოვს. შეგვიძლია, ცვლილებები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ცუდი შედეგი მოჰყვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაანალიზოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ.

13 დეკემბერი

ამ დღეს ცვლილებებს ვიღებთ და ახალ პირობებთან ადაპტირებას ვსწავლობთ. აღნიშნული დღე ბევრ ადამიანს მნიშვნელოვან სიურპრიზს უმზადებს, რომლის შემდეგაც ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყება. ზოგადადაც, ეს კვირა ბევრ ჩვენგან არაერთ სიახლეს მოუტანს.

14 დეკემბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ბევრი ადამიანისათვის პროგრესული ნაბიჯებისა და იდეების დღე იქნება. ამ დღის ენერგია გვიბიძგებს, რომ კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ. იდეალური დღეა მოგზაურობისთვის, ცვლილებებისა და ახალი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

15 დეკემბერი

ამ დღეს შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ და საკუთარი განცდების გაკონტროლება გაგიჭირდეთ. ამიტომაც, კონფლიქტისა და დაპირისპირებების რისკი იზრდება. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ვიდრე აგრესიას გამოხატავთ, შედეგებზეც იფიქრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სამი წლის არ ვიყავი, როცა მამა და დედა ერთმანეთს დაშორდნენ... ესპანეთში ჩამომაკითხა“ - რას ჰყვება ანდრია ფუტკარაძე მამაზე

რა არის გათვალვა და ვისმა ბოროტმა თვალმა შეიძლება, გაარღვიოს თქვენი ენერგეტიკული აურა და ველი, რასაც უძლურება და ავადმყოფობა მოსდევს

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

წყარო: www.beaumonde.ge