Digest Logo

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

1751291957
ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

30 ივნისი

ამ დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს. ცვლილებების სურვილი კი იმდენად ძლიერი იქნება, რომ მასთან შეწინააღმდეგება აზრს დაკარგავს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, აღნიშნულ დღეს სრულიად დაუგეგმავად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ და სიახლეებზე იფიქროთ.

1-ელი ივლისი

იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. შესაძლოა, ამ დღეს გაგიჩნდეთ სურვილი, რომ რაღაც ძვირად ღირებული შეიძინოთ, სხვადასხვა სფეროში ცვლილებები გამოიწვიოთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ. თითოეული გადაწყვეტილება კარგად გააანალიზეთ და მხოლოდ მას შემდეგ გადადგით პირველი ნაბიჯები.

2 ივლისი

ამ დღეს დაწყებული ახალი საქმეები ძალიან დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ. ამიტომაც, ჯობს, აღნიშნული ენერგია სწორად, ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. დაიწყეთ ახალი პროექტები, საკუთარი ბიზნესს იდეის განხორციელება, რაიმეს შესწავლა, გარდაქმნა - იმაზე მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

3 ივლისი

ბევრი ადამიანი დაბნეულობას იგრძნობს, რადგანაც შესაძლოა, რეალობისა და ტყუილის ერთმანეთისაგან გარკვევა ძალიან გაგვიჭირდეს და მანიპულაციის მსხვერპლი გავხდეთ. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ყველა ინფორმაცია გადავამოწმოთ და მარტივად არავის ვენდოთ.

4 ივლისი

შინაგანი ზრდის დღეა. უფრო ზუსტად, ეს დღე დაგვეხმარება, რომ განვლილი პერიოდი ობიექტურად შევაფასოთ, მოვლენები გავაანალიზოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც დიდი ხანია, ვფიქრობთ, მაგრამ აქამდე რაღაც გვაშინებს.

5 ივლისი

ამ დღეს ნებისმიერი კამათი, ჩხუბი, დაძაბულობა თავად დაგაზარალებთ. ამიტომაც, სიტყვებსა და ქმედებებში ფრთხილად იყავით. მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და მნიშვნელოვანი ზიანი მოგაყენოთ.

6 ივლისი

ეს დღე გვაჩვენებს, რომ ყველა რთულ დღეს მზიანი და ბედნიერი დღეები მოსდევს და სირთულეებზე ხელის ჩაქნევა არ ღირს. აღნიშნული დღის ენერგია თითოეულ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი დიდი მიზნებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგას და ოცნებები აისრულოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

„საოცრება გოგო, გიხდება ორსულობა“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს ავრცელებს

🎥 „სად გარბიხართ?“ – ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ტრენდულმა ვიდეომ გამომწერები გაახალისა

წყარო: www.beaumonde.ge