
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს თავის მოვლისა და კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც.
მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.
მოდელს მუცელი უკვე ეტყობა - ამჯერად მან გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„საოცრება გოგო, გიხდება ორსულობა“.
„ჯანმრთელი შვილის დედიკო გამხდარიყავი“.
„ძალიან ლამაზი და კარგი გოგო მინდა სულ ბედნიერი და გახარებული გვყავდე“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სად გარბიხართ?“ – ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ტრენდულმა ვიდეომ გამომწერები გაახალისა
🎥 ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის დროს? - დერმატოლოგის რჩევები!