
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
21 აპრილი
ჯობს, ამ დღეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პარტნიორობას ეხება. შეიძლება, კომუნიკაციის სირთულეებმა გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გარდა ამისა, აღნიშნულ დღეს შესაძლოა, ფარულ ზრახვებთან და მანიპულაციასთან გამკლავებაც მოგიწიოთ. ეს არის დრო, როდესაც ბევრი ადამიანი გააცნობიერებს, ვინ არის რეალური მეგობარი და გულშემატკივარი და ვინ შეიძლება, იმედი გაგიცრუოთ.
22 აპრილი
ეს დღე ახალი წამოწყებებისა და სხვებთან ურთიერთობის გამყარებისთვის შესანიშნავია. მეტიც, შესაძლოა, სასარგებლო ცვლილებები და შეთავაზებები სრულიად მოულოდნელად მიიღოთ. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და არასტანდარტულ სიტუაციებში მოქნილობა გამოავლინოთ. ასეთ შემთხვევაში, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
23 აპრილი
ამ დღეს შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები და სირთულეები შეგხვდეთ და იმ საქმეების შესრულება, რომლებიც დაგეგმილი გქონდათ, გაგიჭირდეთ. აღნიშნული დღის ენერგია პროგრესს ანელებს. ამიტომ, შესაძლოა, ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა იგრძნოთ. ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის, შექმნილი დაბრკოლებები კი მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგცემთ.
24 აპრილი
ეს დღე მონდომებისა და ლიდერული თვისებების გამოხატვისთვის იდეალურია. თავდაჯერებულობისა და ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც თამამი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ.
25 აპრილი
ეს დღე მოლაპარაკებებისა და ახალი ცოდნის მიღებისათვის იდეალურია. კომუნიკაცია გაგიმარტოვდებათ. ამიტომ, თუკი დიდი ხანია, ვინმესთან დალაპარაკება გსურთ, ამ დღის ენერგია გამოიყენეთ. ასევე, თუ აღნიშნულ დღეს რაიმეს შესწავლას დაიწყებთ, შედეგით იმაზე კმაყოფილი აღმოჩნდებით, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.
26 აპრილი
ასტროლოგები გვირჩევენ, რომ აღნიშნულ დღეს მგზავრობასთან, მოგზაურობასთან, შორ მანძილზე გადაადგილებასთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რადგანაც შესაძლოა, გზებზე დაბრკოლებები შეიქმნას და პრობლემები გამოიწვიოს.
27 აპრილი
ეს დღე სირთულეების დასაძლევად მოთმინებასა და შინაგან ძალას მოითხოვს. ფოკუსირდით მნიშვნელოვან საქმეებზე და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. სირთულეები მალე გაივლის და თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, საჭირო გაკვეთილი მიიღოს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავში“ დაბრუნდა – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი
⭕ „მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
წყარო: www.beaumonde.ge