
„დედამიწა იწყება უარყოფით ენერგო ველში გადასვლას და წინ ურთულესი 10 დღე გველოდება, იყავით ყურადღებით.
იგრძნობთ, რომ ადამიანებში გაღიზიანებადობა მატულობს უმიზეზოდ, ასევე იქნება კონფლიქტები ბევრი მიმართულებით. იყავით ყურადღებით და ფრთხილად“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ საუბრობს.
მიმდინარე კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. პირველ რიგში, გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე, როდესაც მეტეოდამოკიდებულ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩნონ. ეს დღეებია სამშაბათი, ოთხშაბათი და შაბათ კვირა.
კვირას ასევე არის ახალმთვარეობა - კუროს ზოდიაქოს ნიშანში.
გარდა ამისა, მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს რეკომენდაციები მისცა:
♈ ვერძი
თქვენ ცხოვრებაში მოდის ფულის შემოსვლის ალბათობა, თუმცა ამ კვირაში არ დააბანდოთ ფული. შემდეგი კვირიდან იგრძნობთ დაღლას, მაგრამ შემოდის ფული. ამ კვირაში შეიძლება ძველმა ვალებმა და დაპირებებმა იჩინოს თავი.
♉ კურო
ახლა თქვენი დრო მოდის, ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ. იღბლიანობა და წარმატება თქვენ მხარესაა.
♊ ტყუპები
ტრანსფორმაციული პერიოდი გაქვთ, დაბადების წინა პერიოდში შედიხართ, ნელ-ნელა ენერგოტონუსი ეცემა. დააჭირეთ ენას კბილი და საიდუმლოები არ გათქვათ.
♋ კირჩხიბი
ენერგოტონუსი მატულობს და გრძნობთ უკეთესობას. კვირა დღეს იყავით ფრთხილად განსაკუთრებით მართეთ ემოციები. ასევე, იყავით ფხიზლად და ყურადღებით.
♌ ლომი
გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორთან ურთიერთობას, თქვენი სიჯიუტის გამო შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა.
♏ ქალწული
ენერგოტონუსი მატულობს, კარგი პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის. თუმცა არის პატარა გამაღიზიანებელი ფაქტორებიც.
♎ სასწორი
რთული პერიოდია გაქვთ, განსაკუთრებით პარტნიორების მიმართ. ფინანსებთან გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, და აკონტროლეთ ხარჯები.
♏ მორიელი
ენერგოტონუსი მატულობს, ხდებით აქტიურები. თუმცა არ სძინავს ფარულ მტრებს, იყავით ყურადღებით.
♐ მშვილდოსანი
მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობასთან მიმართებით, გაქვთ არასწორი დიაგნოზის დასმის ალბათობა, ყველაფერი გადაამოწმეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და კოლეგებთან ურთიერთობებს.
♑ თხის რქა
ენერგოტონუსი მატულობს, მოდიხართ ჯანზე. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი კარგი ხართ. იყავით ყურადღებით შვილებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში.
♒ მერწყული
ენერგოტონუსი ეცემა, გინდათ რამდენიმე საქმის ერთად გაკეთება, სჯობს ერთი დაასრულოთ ჯერ და შემდეგ დაიწყოთ ახალი. შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინოს თავი.
♓ თევზები
შარმი და მიზიდულობა მაღალია, ინტუიცია იზრდება. მთავარი პრობლემა არის, რომ მაღალია მოტყუების ალბათობა, ინფორმაცია რომელსაც მიიღებთ გადაამოწმეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეიკავეთ თავი ფინანსური ოპერაციებისგან“- 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
🎥 მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებმა ხანდაზმულებმა სანთლის ჩამოსხმა ისწავლეს - ნახეთ ემოციური კადრები