Digest Logo

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

1747058382
გაზაფხული ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

12 მაისი

კვირის დასაწყისი სახლის, ოჯახისა და ღირებულებების ენერგიას ატარებს. ეს არის დღე, როდესაც უნდა დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს, არა მხოლოდ ოჯახის, არამედ საკუთარი ღირებულებების, საზღვრებისა და შეხედულებების თვალსაზრისითაც. შესაძლებელია წარსულიდან მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტი ან უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან და ოჯახურ ტრადიციებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი აწმყო წარსულთანაა დაკავშირებული და დროა, საბოლოოდ აირჩიოთ, რას დაუტოვებთ წარსულს და რის გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას. 

13 მაისი

ეს დღე მოულოდნელი ცვლილებებით იქნება სავსე. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, თითოეულმა ადამიანმა ე.წ. ემოციური ქარიშხალი იგრძნოს. შეიძლება, გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდეთ ან თქვენი გეგმები ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ. მოულოდნელი ცვლილებები კი გაჩვენებთ, რა მიმართულებით უნდა განაგრძოთ წინსვლა.

14 მაისი

ამ დღეს ჯობს, საკუთარ თავთან დიდი დრო გაატაროთ, დრო შემოქმედებითობას, საყვარელი საქმის გაკეთებას დაუთმოთ და ენერგია აღიდგინოთ. ეს მოტივაციის პოვნაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

15 მაისი

ეს დღე თითოეული ადამიანისაგან მოთმინებასა და ნებისყოფის გამოვლენას მოითხოვს. შესაძლოა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართოს. ნუ ჩაერთვებით კამათში, მცირე უთანხმოებაც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასევე, არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. ვიდრე რაიმეს შეძენას ან გაკეთებას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს რამდენჯერმე ჰკითხეთ, ეს მართლა გჭირდებათ თუ - არა.

16 მაისი

პარასკევი სრულყოფილებისა და სიმშვიდის განცდას მოგიტანთ. შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებების, ცოდნის გამრავალფეროვნების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დაუკავშირდით საყვარელ ადამიანებს, დრო სასიამოვნოდ გაატარეთ და დადებითი განწყობა შეიქმენით.

17 მაისი

ეს დღე თქვენ გარშემო არსებული ადამიანების შეფასებისათვის გამოგადგებათ. დიდი ალბათობით, აღნიშნულ დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ მიხვდებით, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ შეიძლება, იმედი გაგიცრუოთ.

18 მაისი

აღნიშნულ დღეს ენერგიისა და მოტივაციის მომატებას იგრძნობთ და ნახავთ თქვენი შრომის შედეგსაც. დადებითი ემოციები მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ და მოგიტანთ შთაგონებას, რომ წინსვლა განაგრძოთ. გადაუხადეთ მადლობა სამყაროს ყველაფრისთვის და კიდევ მეტ წარმატებასა და იღბალს მიიღებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ანაბეჭდი ემთხვევა ჩვენი ქორწილის თარიღს და წერია „მხოლოდ სამუდამო“... ჩვენს სიყვარულზე მინიშნება, რომ სამუდამო იქნება ეს კავშირი“ - რას წერს მარიამ შარმანაშვილი

„აქტიურად გამოჩნდა ბაზარზე და არის ძალიან ტოქსიკური, ეს არის ნარკოტიკი, რომელიც იპყრობს შენ გონებას და გამონებს“ - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

„მოიტანს „ენერგეტიკულ“ უკმარისობას, აფექტურ და დამანგრეველ გადაწყვეტილებებს...“ - რამაზ გიგაური 12 მაისის სავსემთვარეობაზე

წყარო: www.beaumonde.ge